ქართველი ძიუდოისტი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაება, სადაც ჯერ კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესს სძლია იუკოთი, შემდეგ კი - სალვადორელ ხუან დიეგო ტურსიოსს გაფრთხილებების ხარჯზე აჯობა. ჭრიკიშვილმა უმნიშვნელოვანესი ბრძოლა 1/4-ფინალში იტალიელ მატეო მარკონჩინისთან გამართა და ვაზარ-იუკოთი გაიმარჯვა.
ნახევარფინალში ავთოს მეტოქე ამერიკელი ტრევის სტივენსი იქნება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 22:30 საათიდან დაიწყება. ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის