რიო 2016: ავთანდილ ჭრიკიშვილი უმედლოდ დარჩა

AutoSharing Option
9 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოსთვის მეორე მედლის მოპოვების შანსი ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა (-81 კგ) ვერ გამოიყენა, რომელმაც ბრინჯაოსთვის შეხვედრა იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან დათმო და მეხუთე ადგილს დასჯერდა.

იაპონელმა ჭრიკიშვილის დამარცხება იუკოთი შეძლო.

25 წლის ქართველი ძიუდოისტი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაება, სადაც ჯერ კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესს სძლია იუკოთი, შემდეგ კი - სალვადორელ ხუან დიეგო ტურსიოსს გაფრთხილებების ხარჯზე აჯობა.

1/4-ფინალში ავთო იტალიელ მატეო მარკონჩინის შეხვდა და ვაზარ-იუკოთი მოუგო. ნახევარფინალში ჭრიკიშვილი ამერიკელ ტრევის სტივენსთან მტკივნეული
ილეთით დამარცხდა.

ხვალ, 10 აგვისტოს, ქართველ ძიუდოისტთაგან 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 43 /
ეხ სანდრო ადრე საქართველოც იყო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე მაგრამ დღეს?
0
მეგრე ჯამბაზები ესენი კი არ არიან ვინც ყველაფერი გააკეთა რომ ოლიმპიელებს საუკეთესო მომზადება გაევლოთ,არ მოკლებოდათ არც ფინანსები და არ მხარდამჭერა,ისე არ დაგავიწყდეს აქამდეც რომ მივიდნენ ამ ხალხის საქართველოს მოსახლეობის დამსახურებაა რადგან ეს ყველაფერი ჩვენი გადასახადებიდან ფინანსდება.ჯამბაზე ეს ვაი სპორტსმენები და შენნაირი ურა გულშემატკივრები არიან რომლებიც ყველაფერს გამართლებას უძებნით.მსოფლიოში ნომერ პირველი რეიტინგ ლიდერი რომ სალვადორელს შიდოთი უგებს და ისე ამთავრებს ტურნირს ერთ ილეთს არ აკეთებს მართლა ჯამბაზისა და უპასუხისმგელოს მეტი რა უნდა უწოდო?
dato
12:39 10-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული