ერთეულებში ხუან მარტინ დელ პოტროსთან წაგების შემდეგ ნოვაკმა და ნენად ჟიმონჟიჩმა წყვილების მეორე წრეში წააგეს ბრაზილიელების დუეტთან - მარსელო მელომ და ბრუნო სოარეშმა 6:4, 6:4 მოიგეს.
ასე რომ, 29 წლის სერბის კოლექციაში ისევ არ მოიძებნება არც ერთი სინჯის ოლიმპიური მედალი.
"მიქსტში თამაშს არ ვაპირებ, - უთხრა ჟურნალისტებს ჯოკოვიჩმა. - რაც შეეხება ჩემ მონაწილეობას მომდევნო ოლიმპიადაზე, იმედი მაქვს, რომ ტოკიოში გამოვალ და ოქროს მედლის მოპოვების კიდევ ერთ შანსს მივიღებ".
რიო-დე-ჟანეიროდან ჯოკოვიჩი აშშ-ში
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"