აიღეთ მაგალითი შავდათუაშვილისგან! - უკრაინელები თავიანთ სპორტსმენებს

AutoSharing Option
გუშინ სოციალურ ქსელში რუსი და უკრაინელი ჩოგბურთელების ერთობლივი ფოტო გაჩნდა. ეს ყველაფერი არ მოეწონა უკრაინელ საზოგადოებას და სპორტსმენებისადმი კრიტიკა არ დაიშურეს.

რამდენიმე ჟურნალისტმა საჯაროდ დააფიქსირა თავისი პოზიცია და აღნიშნა, რომ მსგავსი საქციელი უკრაინელი სპორტსმენებისგან არაა მისაღები. ჟურნალისტმა ოლეგ ნოვიკოვმა კი ეს ფოტო ლაშა შავდათუაშვილის ჟესტს შეადარა რუს ძიუდოისტ დენის იარცევთან.

"მარცხენა ფოტოზე ქართველმა ძიუდოისტმა რუსი დაამარცხა და სიმბოლურ ჟესტს აჩვენებს. თუ გავიხსენებთ, რუსეთს საქართველოს ტერიტორიებიც აქვს ოკუპირებული. მარჯვენა ფოტოზე კი ჩვენი სპორტსმენები არიან. რა შეიძლება ამაზე კიდევ ითქვას?", - წერს
ჟურნალისტი.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 14 /
ვენაცვალე ქართველობაში თითიც უნდა დაუქნიო და ხმალიც, ბევრი გამოვა და იტყვის რას მოვიგებთო მაგით, მაგრამ მონურ ცხოვრებას ჯობია ღირსეული იყო და ღირსეულად იცხოვრო სიცოცხლის ბოლომდე. არა ისაა მაგარი შენი ქვეყნის საზღვრებიდა ხალხს ცხვრებივით რომ გვპარავენ, ევროპას შევყურებთ რას იტყვის და ისინი გამოვლენ შეშფოთებას გამოთქვამენ. ლაშასნაირი ბიჭები სანამ იქნებიან ქვეყანაზე მანამდე არ წაიშლება ქართული სულისკვეთება ღირსება და თავდადება, ვენაცვალე შენ აღმზრდელს ძმაოო მაგრად გაგვახარე და წინსვლას გისურვებ, ოქროს მედლებით გაგეხარებინოს შენი ქვეყანა და ყველა კეთილის მსურველი ...
ალექსანდრე
00:30 13-08-2016
0
ბატონო Alexander, თქვენ თითს სხვა დანიშნულებისთვის იყენებთ ნამდვილად და შეგარგოთ
murtalo
01:45 13-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული