რიო 2016: ადამ ოქრუაშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

AutoSharing Option
12 აგვისტოს ქართველი ძიუდოისტი ადამ ოქრუაშვილი (+100) რიოს ოლიმპიადაზე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.

ოქრუაშვილი პირველ შეხვედრაში იაპონელ ჰისაიოში ჰარასავას შეხვდა და ორი გაფრთხილებით ერთის წინააღმდეგ წააგო.

ამით ქართველმა ძიუდოისტებმა რიოს ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულეს. ჩვენმა ძიუდოისტებმა ჯამში ორი მედალი მოიპოვეს - ბრინჯაოს მედლის მფლობელი ლაშა შავდათუაშვილი (73) გახდა, ხოლო ვალერი ლიპარტელიანმა (90) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

- რიო 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 12 აგვისტოს
მკითხველის კომენტარები / 66 /
ბიჭებს მადლობა რა ჩამორჩენილი ქვეყანაც გვაქ მაგაზე ასჯერ უკეთესი შედეგი ქონდათ ბიჭებს ნუ ხართ რეალობას აცდენილი
Gulsematkivari
12 აგვისტო 2016 19:19
0
ოქრუაშვილის გარდა იმ იაპონელმა ყველას იპონით მოუო და ნახევარფინალშია, ფინალში ტედის დაეჯახება და არ გამიკვირდება პირველი მარცხი მიიღოს ტედიმ და მერე გაჩუმდებით
levani
12 აგვისტო 2016 19:15
0
ერტი ეს გამაგებინოს იკნებ ვინმემ, ოკრუასვილის გარდა, საკარტველოს ამ კაცის მეტი არავინ არ კავს?

merabi
12 აგვისტო 2016 18:38
0
შეიძლება ითქვას რომ ქართველი ძიუდოისტების გამოსვლა რიოში საერთო ჯამში არადამაკმაყოფილებელია. არცერთი ოქროს მედალი ძიუდოში. ძალიან სამწუხაროა. სპორტის სამინისტრომ, ძიუდოს ფედერაციამ და ოლიმპიურმა კომიტეტმა უნდა გაანალიზონ წარუმატებლობის მიზეზები და შეეცადონ გამოასწორონ შეცდომები. ჩვენი ძიუდოსგან გაცილებით მეტს ელის გულშემატკივარი. ეს შედეგი მიუღებელია.
ლუკა
12 აგვისტო 2016 18:35
0
ეს კოკაური აზერების სახელით რომ გამოდის წარმატებით, უზნაძემ ადგილი ვერ მოუძებნა ნაკრებში ამსიდე კაცს?!
giorgi
12 აგვისტო 2016 18:26
0
მსოფლიოზე შარშანდელ ფიასკოს ოლიმპიადის ჩაგდება მოყვა. მწვრთენელთა შტაბი აშკარად არაკომპეტენტურია. ახლა სიტყვა ფედერაციაზეა.
ვენო
12 აგვისტო 2016 18:25
0
ყველა ოლიმპიურ სახებაში სადაც პრეტენზია გვაქვს რომ რაღაც შეგვიდზლია შედეგები ითვლება ოლიმპიადის მიხედვით, ფაქტი სახეზეა ნაკრები ჩავარდა და ეს პირველ რიგში უზნაძის ბრალია, ჩემის აზრით სწორი ტაქტიკით აუცილებლად მოიგებდა ლიპო ფინალს, რომელსაც თავი მართლა არ დაუზოგია და ბოლომდე დაიხარჯა, იგივე შეცდომა იყო ოქრუაშვილის წაყვანა და ნოემბერში გამოცხადება, რომ ღვინიაშვილი 90 კილოში ოლიმპიადზე არ წავიდოდა იქნებ ყველაფერს იგებდა და რას ერჩოდნენ წინასწარ ასე რომ გაიმეტეს...მოკლედ წადი და დაგვასვენე ბატონო მხოლოდ იმ პირობით, რომ მართლა მაღალ დონის მწვრთნელს მოიყვანენ.
dudu
12 აგვისტო 2016 18:21
0
sos!!! სასწრაფოდ მიხედეთ ძიუდოს, დააბრუნეთ ხაბარელი სანამ ძალიან გვიანი არ არის და მიეცით მას მუშაობის სრული თავისუფლება! ადამ ოქრუაშვილი ღიპით ძალიან არასპორტულად და უღონოდ გამოიყურებოდა. ასე სუსტად არცერთი ძიუდოისტი არ გამოსულა! რადიკალური ცვლილებები არის ჩასატარებელი ძ ი უ დ ო შ ი !!!
???
12 აგვისტო 2016 18:08
0
გეუბნებით ქართველებს უაზრო აღტკინება გახასიათებთთქო.ერთი ორი გამარჯვება წამოვა და თავი კიტრები გგონიათ. რა იყო აქ მოულოდნელი ადამი რომ არ არის ძLიერი ძიუდოისტი თავის წონაში ახლა გაიგეთ? ბექასთვის რომ 100 კილოგრამი კატეგორია რომ არ არის ოპტიმალური ახლა გაიგეთ? ჭრიკიშვილს ფეხი დაუცდა მერე რა ხდება ასეც. სულ ხომ არ მოიგებს გენაცვალე.მაგრამ ურაურაგულშემატკივრები ხართ თქვენ. რაგბისაც იმიტომ უყურებთ რომ რუსეთს ვუგებთ თორემ პირველი დონის ქვეყნებში რომ გადავალთ იქ 20 ქულიანი სხვაობით მოგვიგებენ თავიდან და მერე რაგბიზეც მაგას იტყვით.
giorgi
12 აგვისტო 2016 18:08
0
კაი ბიჭია ადამი მარა მე პირაფად მისი ჭიდაობა ვერასდროს ვნახე.ერთი გდება არ მა სოვს მისგან.ეს იყო ქართლ ჭიდაობაზე 19 წლუს ღვინიაშვილმა რო გადმოიღო და დააბერტყა.არ ჭიდაობს საერთოდ რაც კი ვნახე...
გია
12 აგვისტო 2016 18:08
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული