სამწუხაროდ, ჩხოროწყუელმა მძლეოსანმა რიოში დაბალი შედეგი აჩვენა - 7.77 მეტრი (მისი საუკეთესო შედეგია 8.25). ამ ნახტომით ხორავამ მე-19 ადგილი დაიკავა და ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება ვერ მოიპოვა.
ქართველ მძლეოსანთაგან რიოში შემდეგი გამომსვლელი ლაშა თორღვაიძეა (სამმაგი ხტომა), რომელიც საქართველოს დროით 15 აგვისტოს იასპარეზებს.