რიო 2016: ბაჩანა ხორავამ სიგრძე ხტომაში საკვალიფიკაციო ვერ დაძლია

AutoSharing Option
თბილისის დროით 13 აგვისტოს, რიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა სიგრძეზე მხტომელმა ბაჩანა ხორავამ, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია.

სამწუხაროდ, ჩხოროწყუელმა მძლეოსანმა რიოში დაბალი შედეგი აჩვენა - 7.77 მეტრი (მისი საუკეთესო შედეგია 8.25). ამ ნახტომით ხორავამ მე-19 ადგილი დაიკავა და ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება ვერ მოიპოვა.

ქართველ მძლეოსანთაგან რიოში შემდეგი გამომსვლელი ლაშა თორღვაიძეა (სამმაგი ხტომა), რომელიც საქართველოს დროით 15 აგვისტოს იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
სამი შვიდიანი (7,77) კარგი ციფრებია ავტომანქანის ნომრისთვის XO777RA.
გე-გე.
14 აგვისტო 2016 11:04
0
სადღაც 8 მეტრს ველოდი,საინტერესოა ბაჩანას კომენტარი,ტრავმა ხომ არ ჰქონდა?ოლიმპიადის წინ კაი ხანია არ გამოსულა,საშეჯიბრო პრაქტიკა ხომ არ მოაკლდა?ან ხომ არ გადაიწვა?
სოსო
13 აგვისტო 2016 16:16
0
როგორც ფეოლა იტკოდა...დიდებული რამეა ეს ოლიმპიური სისტემა...ცააგე,მოშორდი...ცადი ჩხოროცკუში,დაისვენე...
maradona
13 აგვისტო 2016 15:33
0
ვინაა ასეთი მაგარი, რომ 2 თვის ვარჯიშით გადახტება 7,77 მეტრს? რატომ ხართ ცინიკოსები... რატომ გიყვართ ადამიანების შეურაცხყოფა? სახეობა, სადაც არასდროს შედეგი არ გვქონია... გამოჩნდა პერსპექტიული ახალგაზრდა მეტნაკლებად სერიოზული შედეგით და ჩვენ კი დავცინით... რამდენად ნორმალურია ეს?! წარმატებებს ვუსურვებ ბაჩანა ხორავას!
კობა
13 აგვისტო 2016 15:14
0
თბილისში რო ხარ, სუ ხტუნაობ და იქ რა ჩემი ..... დეგეტაკება ხოლმე, კაცო????
გიჟუა
13 აგვისტო 2016 15:09
0
სამაგიეროდ რიო დე ჟანეირო ნახა.

ბოლო ადგილზეც ხო უნდა გავიდეს ვინმე.
ასეა ეეს!
13 აგვისტო 2016 14:39
0
7.77-ს 2 თვის ვარჯიშით გადახტება ჯანმრთელი ბიჭი.
ან რად გვინდა ეს შედეგი?
sdo
13 აგვისტო 2016 13:14
0
სამწუხაროა, მაგრამ ამ წარუმატებლობით არაფერი მთავრდება... მჯერა მომავალი გამარჯვებების
Irakli
13 აგვისტო 2016 12:57
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული