რიო 2016: შმაგი ბოლქვაძემ სასტარტო ორთაბრძოლა მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში იოლი გამარჯვებით დაიწყო გამოსვლა შმაგი ბოლქვაძემ (66).

საკვალიფიკაციო ეტაპისგან თავისუფალმა ბოლქვაძემ ოლიმპიადაზე პირველი შეხვედრა მერვედფინალში ფინელ ტერო სეპო ვალიმაეკისთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

ბოლქვაძე მეოთხედფინალში წინა ოლიმპიადის ფინალში რევაზ ლაშხის მომგებ, 30 წლის ირანელ ომიდ ნოროოზს დაუპირისპირდება.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 4 /

ნადარეიშვილმა მართალია წააგო,მაგრამ
დღეს ა რ ი ს -ც ე ც ხ ლ ი და შემართება...
კომპეტენტურად
მიხედეთ დასავლეთ საქართველოში-ც ყ ვ ე ლ ა ჭიდაობის სახეობას და ს ე რ ი ო ზ უ ლ ი შედეგები დადგება!!!
ყ ო ჩ ა ღ ბოლქვაძეს!!!
glaxuna
18:37 16-08-2016
0
შმაგი ნახევარფინალშია!!! გენაცვალე შენ აბა შენ იცი!!!
nikola
18:31 16-08-2016
0

სიახლეები პოპულარული