ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია, ირაკლი თურმანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! [VIDEO]

AutoSharing Option
16 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ძალოსნობაში საქართველოს სახელით მოასპარეზე ლაშა ტალახაძემ (+105) ოქროს მედალი მოიპოვა.

- ლაშა ტალახაძე: ორმაგად სასიხარულოა, როდესაც ორი ქართველი ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ვდგებით

ტალახაძემ რიოში ექვსივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა და ჯამში 473 კგ (ატაცში 215 კგ, აკვრაში 258 კგ) დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ტალახაძის მაჩვენებელი ახალი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდია ორჭიდის ჯამში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ვიდეო
დალი მოიპოვა! [VIDEO]" />

დღესვე გამოსვლა +105 კგ-ში მესამე ადგილზე დაასრულა ირაკლი თურმანიძემ, რომელმაც ასევე 6-ივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა და ჯამში 448 კგ დააფიქსირა (207+241) და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
იხილეთ ფოტოგალერეა
თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები
Sportall.Ge

ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ანგარიშზე 5 მედალია: თითო ოქრო-ვერცხლი და სამი ბრინჯაო. შეგახსენებთ, რომ 16 აგვისტოს ბრინჯაო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ (66) მოიპოვა, მანამდე კი პრიზიორები ძიუდოისტები გახდნენ - ვალერი ლიპარტელიანმა (90) ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, ლაშა შავდათუაშვილმა (73) - ბრინჯაო.

საერთო ჩათვლაში საქართველო ამ დროისთვის მე-40 ადგილს ეთიოპიასთან იყოფს.

იხილეთ ინგლისური ვერსია
მკითხველის კომენტარები / 73 /
თვალები სიხარულის ცრემლით მევსება გაიხარეთ ბიჭებო
gia
17 აგვისტო 2016 06:50
0
საღოოოლ
სიკა
17 აგვისტო 2016 05:55
0
Egre ra
saterobeli
17 აგვისტო 2016 05:52
0
გილოცავტ ბილებო როგორც იქნა აჯგედა ქარტული ჰიმნი
petikot sika
17 აგვისტო 2016 05:51
0


და მართლა კარგად მოამზადეს თურმანიძეც და შ ე ე ძ ლ ო ვერცხი...მინასიანს უ ჭ ი რ დ ა მე-2-ე სახეობაში და უ ნ დ ა გაერისკა 4 კლ-თი მეტი ყველა შემთხვევაში!

კიდე მოუმატონ და ეს ბიჭები მომავალ ოლიპიადაზე 1-2 ადგილები!!!
საამაყო
ვაჟკაცები გვყავს!
glaxuna
17 აგვისტო 2016 05:30
0
ვახ თქვენ გენაცვალეთ რა, როგორ გაგვახარეთ. წარმატებები მთელი ხანგრძლივი კარიერის მანძილზე. ეს ბიჭი ლეგენდა გახდება აშკარად ეტყობა
ურალო ქართველი
17 აგვისტო 2016 05:24
0


ვულოცავ ყველა ქართველს!

ფ ე ნ ო მ ე ნ ი ა !

ხელის გულზე ვ ა ტ ა რ ო თ (!)

მინიმუმ 3 გზის ოლიმპიური ჩემპიონი უნდა გახდება!!!

ქართველების ერა დაიწყო მძიმეში!!!
glaxuna
17 აგვისტო 2016 05:19
0
ასანიძის სახლიდან ლაშას სახლამდე 400 მეტრია.გილოცავ ლაშა პირადათ და მერე მთელს საქართველოს არმინდა ვინმე გამომრჩეს.დაა მაინც ერთ უბანში 2 ოლიმპიური ჩემპიონი მყავს
უხილავი
17 აგვისტო 2016 04:50
0
ვულოცავ მთელ საქართველოს. გაიხარეთბიჭებო!!!
გიორგი
17 აგვისტო 2016 04:33
0
მადლობა ბიჭებო!!! მთლიანი საქართველო გაახარეთ! საცოდავ ჩვენ ქვეყანას ჭირდება თქვენნაირი ვაჟკაცები და გვიმრავლოს გმერთმა!
რეზო 1111
17 აგვისტო 2016 04:24
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული