ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია, ირაკლი თურმანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! [VIDEO]

AutoSharing Option
16 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ძალოსნობაში საქართველოს სახელით მოასპარეზე ლაშა ტალახაძემ (+105) ოქროს მედალი მოიპოვა.

- ლაშა ტალახაძე: ორმაგად სასიხარულოა, როდესაც ორი ქართველი ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ვდგებით

ტალახაძემ რიოში ექვსივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა და ჯამში 473 კგ (ატაცში 215 კგ, აკვრაში 258 კგ) დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ტალახაძის მაჩვენებელი ახალი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდია ორჭიდის ჯამში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ვიდეო
დალი მოიპოვა! [VIDEO]" />

დღესვე გამოსვლა +105 კგ-ში მესამე ადგილზე დაასრულა ირაკლი თურმანიძემ, რომელმაც ასევე 6-ივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა და ჯამში 448 კგ დააფიქსირა (207+241) და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
იხილეთ ფოტოგალერეა
თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები
Sportall.Ge

ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ანგარიშზე 5 მედალია: თითო ოქრო-ვერცხლი და სამი ბრინჯაო. შეგახსენებთ, რომ 16 აგვისტოს ბრინჯაო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ (66) მოიპოვა, მანამდე კი პრიზიორები ძიუდოისტები გახდნენ - ვალერი ლიპარტელიანმა (90) ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, ლაშა შავდათუაშვილმა (73) - ბრინჯაო.

საერთო ჩათვლაში საქართველო ამ დროისთვის მე-40 ადგილს ეთიოპიასთან იყოფს.

იხილეთ ინგლისური ვერსია
მკითხველის კომენტარები / 73 /
მადლობა ბიჭებო!!! მთლიანი საქართველო გაახარეთ! საცოდავ ჩვენ ქვეყანას ჭირდება თქვენნაირი ვაჟკაცები და გვიმრავლოს გმერთმა!
რეზო
17 აგვისტო 2016 04:23
0
მადლობა ბიჭებო!!! მთლიანი საქართველო გაახარეთ! საცოდავ ჩვენ ქვეყანას ჭირდება თქვენნაირი ვაჟკაცები და გვიმრავლოს გმერთმა!
rezo
17 აგვისტო 2016 04:22
0
მადლობა ბიჭებო!!! მთლიანი საქართველო გაახარეთ! საცოდავ ჩვენ ქვეყანას ჭირდება თქვენნაირი ვაჟკაცები და გვიმრავლოს გმერთმა!
rezo
17 აგვისტო 2016 04:20
0
ტალახა და თურმანა გმირები ხართ
ავთო
17 აგვისტო 2016 04:18
0
გილოცავთ ქარტველებო ბელგიიდან,მაინც მაგრები ვართ
tbiliskii
17 აგვისტო 2016 04:18
0
ლაშა ტალახაძე არის ოქროს ბიჭი, რომლის ბრწყინვალებას უფლის წყალობით მომავალში კიდევ დიდხანს მთელი დანარჩენი მსოფლიო ვერ გაუსწორებს თვალს!!! მადლობა ირაკლი თურმანიძეს, მადლობა ძალოსნობის ფედერაციას და პირადად ბატონ კახი კახიაშვილს, მადლობა მთელს სამწვრთნელო შტაბს და პირადად გიორგი ასანიძეს ამ დიდი სიხარულისთვის.
შალვა73
17 აგვისტო 2016 04:18
0
გმერტმა ასე გახარებულები გატაროტ მუდამ დიდი მადლობა ემიგრანტების სახელიტ
waxtangi
17 აგვისტო 2016 04:17
0
გმერტმა ასე გახარებულები გატაროტ მუდამ დიდი მადლობა ემიგრანტების სახელიტ
waxtangi
17 აგვისტო 2016 04:17
0
მსოფლიოს უძლიერესი კაცი გაირკვა და ის ქართველია. გილიცავ საქართველო ნაციან ქოციანად. ლაშა ტალახაძეს გაუმარჯოოოს!!!
ნაცი ხვიტია
17 აგვისტო 2016 04:15
0
ვაჰ, თქვენ გაიხარეთ. ეს რა დღე გვაჩუქეთ. რამდენიმე ნიშნით შევა ქართული სპორტის ისტორიაში 2016 წ. 16 აგვისტო. 1) ორი ქართველი ერთ პედესტალზე; 2) ლაშა პირველია ქართველებს შორის ვინც პლანეტის უძლიერერსი ადამიანი გახდა; 3) დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი მსოფლიო რეკორდი ოლიმპიადაზე. ასევე, ოლიმპიადებზე აჭარის წარმომადგენლებმა ერთ დღეს პირველად აიღეს 2 მედალი.
Gogi
17 აგვისტო 2016 04:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული