10 წელიწადია, სპორტის ამ სახეობაში ნიკოლოზ გირდას ხელმძღვანელობით (ნაკრებში კახა ლომიშვილთან იმაღლებს ოსტატობას) ვარჯიშობს. მსოფლიოს ჩემპიონატებში ოთხჯერ იასპარეზა, ევროპაზე ორჯერ მონაწილეობდა. 2014 წელს უნგრეთში 23-წლამდელთა მსოფლიოს პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა - ლიტველმა ჰენრიკას ჟუსტაუსკასმა და რუსმა ანდრეი კრაიტორიმ (იგი დისკვალიფიცირებულია და რიოში არ გამოვა) გაუსწრეს. შარშან მსგავს შეჯიბრებაში მეოთხე იყო.
ნადირაძისთვის განსაკუთრებით წარმატებული წლევანდელი სეზონი აღმოჩნდა: გერმანულ დუისბურგში ნიჩბოსანთა ევროპის ბოლო
შემდეგ დუისბურგშივე მსოფლიოს თასის პირველ ეტაპზე 39.073 წამით ბრინჯაოს მედალი ერგო.
რიოში გამგზავრებამდე პლოვდივში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 200 მეტრი 37.631 წამში დაფარა და მესამე ადგილი დაიკავა. ოქრო-ვერცხლი ვადიმ კორობოვმა (ლიტვა, 37.446) და ტიაგო ტავარესმა (პორტუგალია, 37.501) გაინაწილეს.
- ზაზა ნადირაძე: ჩემი ოცნება რიოს თამაშების კვარცხლბეკზე ასვლაა...
დღეს, ჩვენი დროით 16.16 საათზე ზაზა ნადირაძე ნახევარფინალში გასასვლელად პოლონელ ტომაშ კაჟორს, უკრაინელ იური ჩევანს, ჩინელ ლი ძიანს, ესპანელ ალფონსო ბენავიდესს, მოლდოველ ოლეგ ტარნოვშისა და ტუნისელ ხალედ ჰუსეინს გაეჯიბრება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"