18:00 17-08-2016
რიო 2016: ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე ფინალშია! [VIDEO]
AutoSharing Option
ნადირაძემ ნახევარფინალში მესამე გაცურვის ჯგუფში ყველას აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა. ნადირაძემ 200-მეტრიანი დისტანცია 40.146 წამში დაფარა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალისტებს შორის რიგით მეოთხე საუკეთესო დრო აჩვენა.
შეგახსენებთ, რომ ნადირაძემ კანოეთი 200-მეტრიან სპრინტში თავიდან კვალიფიკაციაში იასპარეზა, სადაც 7-კაციან ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა, რაც ნახევარფინალის საგზურის მოსაპოვებლად საკმარისი შედეგია. ნადირაძემ დისტანცია 41.423 წამში დაფარა.
ნადირაძის მეტოქეები ფინალში იქნებიან: აზერბაიჯანის წარმომადგენელი ვალენტინ დემიანენკო, რუსი ანდრე კრაიტორი, ფრანგი ტომას სიმარტი, ჩეხი მარტინ ფუკსა, ჩინელი ქიანგ ლი, ესპანელი ლოპეც ბენავიდესი და ბრაზილიელი დოსანტოს კუეიროსი.
ფინალური დაპირისპირება 18 აგვისტოს, ჩვენი დროით 16:25 საათიდან დაიწყება.
ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
რა დიდი თანხა კი დაჭირდება რო ნორმალური პირობები შეუქმნან.