16:30 18-08-2016
რიო 2016: ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ მე-5 ადგილი დაიკავა [VIDEO]
AutoSharing Option
ნადირაძემ 39.817 წამი დააფიქსირა და მედლამდე სულ ცოტა დააკლდა.
ფინალში ქართველ სპორტსმენთან ერთად კიდევ 7 ქვეყნის წარმომადგენელი ასპარეზობდა.
ფინალური გაცურვის შედეგები:
1. იური ჩებანი (უკრაინა) - 39.279
2. ვალენტინ დემიანენკო (აზერბაიჯანი) - 39.493
3. დოსანტოს კუეიროსი (ბრაზილია) - 39.428
4. ლოპეს ბენავიდესი (ესპანეთი) - 39.649
5. ზაზა ნადირაძე (საქართველო) - 39.817
6. ანდრე კრაიტორი (რუსეთი) - 40.105
7. ქიანგ ლი (ჩინეთი) - 40.143
8. ტომას სიმარტი (საფრანგეთი) - 40.180
აქამდე ნადირაძემ ნახევარფინალში მესამე გაცურვის ჯგუფში ყველას აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა. ნადირაძემ 200-მეტრიანი დისტანცია 40.146 წამში დაფარა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალისტებს შორის რიგით მეოთხე საუკეთესო დრო აჩვენა.
შეგახსენებთ, რომ ნადირაძემ კანოეთი 200-მეტრიან სპრინტში თავიდან კვალიფიკაციაში იასპარეზა, სადაც 7-კაციან ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა, რაც ნახევარფინალის საგზურის მოსაპოვებლად საკმარისი შედეგია. ნადირაძემ დისტანცია 41.423 წამში დაფარა.
აქვე გეტყვით, რომ დღეს ბირთვის კვრაში მძლეოსანი ბენიკ აბრამიანი გამოვა, ხოლო სიმაღლეზე ხტომაში ვალენტინა ლიაშენკო იასპარეზებს.
16:55 - 17:43 ბირთვის კვრა: კვალიფიკაცია
17:00 - 19:00 სიმაღლეზე ხტომა: კვალიფიკაცია
ასევე დაგაინტერესებთ
![](/images/new_photo/rss/ipn_rss_big.jpg)
![](/images/new_photo/rss/palitra_logo.png)
უძრავი ქონება
![უძრავი ქონება](/images/new_photo/rss/116_38.jpg)
![](/images/new_photo/rss/rss_hotsale_logo.png)
სიახლეები
პოპულარული
![](/images/new_photo/rss/palitratv_sp.png)
![](/images/new_photo/rss/intermed_new_logo.png)
ცოტათი ალბათ მართლა გამოცდილება დააკლდა. ბრაზილიელმა და ესპანელმა ზედ ბოლო მოსმისას გაუსწრეს.
მაგარი ხარ და ასე გააგრძელე, მართალია მედალს ვერ შესწვდი, მაგრამ ერს განაცდევინე შენი საქმით სიამაყე და სიამოვნება, ეს უკვე დიდი საქმეა!
წარმატებებს გისურვებ მომავალში, შენ ამას ნამდვილად იმსახურებ!