რიო 2016: ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ მე-5 ადგილი დაიკავა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე რიოს ოლიმპიადაზე ფინალში მე-5 ადგილზე გავიდა.

ნადირაძემ 39.817 წამი დააფიქსირა და მედლამდე სულ ცოტა დააკლდა.

ფინალში ქართველ სპორტსმენთან ერთად კიდევ 7 ქვეყნის წარმომადგენელი ასპარეზობდა.

ფინალური გაცურვის შედეგები:

1. იური ჩებანი (უკრაინა) - 39.279
2. ვალენტინ დემიანენკო (აზერბაიჯანი) - 39.493
3. დოსანტოს კუეიროსი (ბრაზილია) - 39.428
4. ლოპეს ბენავიდესი (ესპანეთი) - 39.649
5. ზაზა ნადირაძე (საქართველო) - 39.817
6. ანდრე კრაიტორი (რუსეთი) - 40.105
7. ქიანგ ლი (ჩინეთი) - 40.143
8. ტომას სიმარტი (საფრანგეთი) - 40.180

აქამდე
ნადირაძემ ნახევარფინალში მესამე გაცურვის ჯგუფში ყველას აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა. ნადირაძემ 200-მეტრიანი დისტანცია 40.146 წამში დაფარა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალისტებს შორის რიგით მეოთხე საუკეთესო დრო აჩვენა.

შეგახსენებთ, რომ ნადირაძემ კანოეთი 200-მეტრიან სპრინტში თავიდან კვალიფიკაციაში იასპარეზა, სადაც 7-კაციან ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა, რაც ნახევარფინალის საგზურის მოსაპოვებლად საკმარისი შედეგია. ნადირაძემ დისტანცია 41.423 წამში დაფარა.

აქვე გეტყვით, რომ დღეს ბირთვის კვრაში მძლეოსანი ბენიკ აბრამიანი გამოვა, ხოლო სიმაღლეზე ხტომაში ვალენტინა ლიაშენკო იასპარეზებს.

16:55 - 17:43 ბირთვის კვრა: კვალიფიკაცია
17:00 - 19:00 სიმაღლეზე ხტომა: კვალიფიკაცია
მკითხველის კომენტარები / 25 /
რაც ზაზამ გააკეთა, გამარჯვების ტოლფასია. ვულაცავ მას ესეთ ღირსეულ გამოსვლას ოლიმპიადაზე. წარმატებები შემდეგში!!!
shota
18 აგვისტო 2016 16:45
0
კარგი ზაზა ხარ!!!!!!!!!! ყოჩაღ!!!
nia
18 აგვისტო 2016 16:44
0
ყოჩაღ!
nik
18 აგვისტო 2016 16:41
0
მადლობა ზაზა! გამოჯანმრთელებას და გამარჯვებებს გისურვებთ მომავალში.
ლუკა
18 აგვისტო 2016 16:37
0
მადლობა ზაზა. მაგარი კაცი ხარ ძალიან. ვამაყობთ შენით
lasha
18 აგვისტო 2016 16:32
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული