პოლონელი მძლეოსანი ვერცხლის მედალს სიმსივნით დაავადებული ბიჭუნას დასახმარებლად ყიდის

AutoSharing Option
პოლონელი მძლეოსანი პეტრ მალახოვსკი, რომელმაც რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ბადროს ტყორცნაში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ჯილდოს გაყიდვას და მიღებული თანხით, სიმსივნით დაავადებული ბიჭუნას დახმარებას აპირებს.

ვარშავაში დაბრუნებულმა მალახოვსკიმ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც მედლის აუქციონის წესით გაყიდვის გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა.

"ამ ფანტასტიკური ბიჭუნას ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი გამარჯვება რიოში. ყველას გიწვევთ, მონაწილეობა მიიღოთ აუქციონში. თქვენი თანადგომით შესაძლებელია, ჩემი ვერცხლი მისთვის ოქროზე ძვირფასი გახდეს", - დაწერა სპორტსმენმა, რომელიც მედლის გაყიდვით 6,6 ათასი ევროს მიღებას იმედოვნებს.

რიოში პეტრმა ბადრო 67,55
მეტრზე ტყორცნა და ამ შედეგით მხოლოდ გერმანელ ჩემპიონს, კრისტოფ ხარტინგს (68,37) ჩამორჩა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ა დ ა მ ი ა ნ ი!!!
შალვა73
14:00 20-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული