14:07 22-08-2016
სკანდალი რიოს ოლიმპიადის ბოლო დღეს - შიშველი პროტესტი [VIDEO]
AutoSharing Option
თავისუფალი სტილით ჭიდაობის დროს ბრინჯაოსთვის შეხვედრაში მონღოლი მწვრთნელი მსაჯების გადაწყვეტილების პროტესტის ნიშნად გაშიშვლდა და ტრუსების ამარა დარჩა.
მონღოლმა მოჭიდავემ განზორიგინ მანდახნარანმა შეხვედრა უზბეკ იხტიერ ნავრუზოვთან ანგარიშით 7:8 დათმო. მონღოლი მწვრთნელი მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა და არაორდინარული საქციელით პროტესტი გამოხატა.
თუმცა მონღოლი მწვრთნელის პროტესტმა მსაჯებზე არ იმოქმედა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
ამ მწვრთნელმა უარესი რომ არ გააკეთა ისაა გასაკვირი...მისმა ფალავანმა ორთაბრძოლა მმოიგო, დარჩენილი იყო 7-8 წამი და ცეკვა-ცეკვით დაიწყო აღნიშვნა ხალიჩაძე და დროც გავიდა... ამის მერე სამსსაჯო კომისიამ გაფრთხილებბა მისცა "უგვანო" საქციელისათვის ტატამზე და ბოლო ქულის წყალობით გამარჯვებულად მოწინააღმდეგე გამოაცხადა...სწორედ ამან გადარია მწვრთნელი და არა მარტო ის...მთელი დარბაზი უსტვენდა ამის შემდეგ.
0
0
ბოდიში, მსაჯობდნენ !
0
0
არავის ჩვენი ბიჭებისთვის არაფერი უჩუქებია, რასაც მიაღწიეს თავისი შრომით და ოფლის ღვრით მიაღწიეს. ერთი კია, მსაჯებს რომ დომოდათ საქმეს გააფუჭებდნენ და ან ილეთს არ ჩაგითვლიდნენ ან მოწინააღმდეგეს ჩაუთვლიდნენ არ არსებულს ! მაგაზე ვიხადოთ მადლობა სამართლიანად რომ სჯიდნენ???
0
0
ისე მართლა საინტერესოა მონღოლეთში გახდა პროტესტის ერთგვარი ფორმაა თუ ამ მწვრთნელის ფსიქიკასთან არის პრობლემები
0
0
ამ დავას თუ ამდენი გესმით იქნება იმაში გამარკვიოთ იყო თუ არა მწვრთნელის პროტესტი სამართლიანი? ანუ დაჩაგვრას ქონდა თუ არა ადგილი?
0
0
ბავარია შე "მაგარო",ხიხიხიხიხი! რუსი სუდია რომ არ ყოფილიყო,ოქროს აიღებდი?რუსი სუდია რომ არ ყოფილიყო, ნახევარფინალში გახვიდოდი? რუსი სუდია რომ არ ყოფილიყო,ბრინჯაოს აიღებდი?"გაჩუმდებოდე თორემააა,გითხრა ჯაყომა",ჯერ უყურე და მერე იპოლიტიკიტავრე
0
0
ჩვენებსაც ყოველთვის ჩაგრავდნენ ოდითგანვე!დღეს კი თავად მოჭიდავეები მოიკოჭლებდნენ!განსაკუთრებით მწვრთნელები თავიანთ "ფენდერაციების უმფროსებთან" ერთად არ გვივარგოდნენ და რა უნდა გაეპროტესტებინათ?არ გინდათ ახლა ჭკუის დარიგება,თუ სიმართლეა თქვით სიმართლე და არაა საჭირო "შენი ჭირიმეობა" მათთვის,არაა ჩვენთვის მესამე ადგილი საამაყო და მორჩა!თავად მესამე ადგილოსნებს ჰკითხეთ და გეტყვიან.
0
0
სადაც რუსებმა ცხვირი შეჰყვეს, ყველა სპორტის სახეობა ესე გააუკუღმართეს და ინტერესი დაუკარგეს, ყველას და ყველაფერს ქრთამავენ სადაც გაუვათ.
0
0
ყოჩაღ, ეს ხალხი იყო მარტო ვინც მართლა გამოხატა პროტესტი, დანარჩენები ჩუმად არიან და იმიტომაც გავიდნენ თავს და უარესს აკეთებენ, ყველამ უნდა გააპროტესტოს და ასე ვერ გაბედავენ ხოლმე, წინა ოლიმპიადაზე რაც უქნეს ვლადიმერ გეგეშიძეს გახსოვთ ალბათ, ეგეთები რო შერჩათ იმიტომ არიან ეგრე გათამამებულები...
0
0
სპორტის ყველაზე კორუმპირებული სახეობაა კრივთან ერთად სადაც მსაჯების მოქმედება ძალიან ხშირად არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება
0
0
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული