თუმცა ამ გეგმებზე დაწვრილებით არ შევჩერდებით, რადგან ჩვენმა გაზეთმა გუშინ მეძმარიაშვილთან ინტერვიუ შემოგთავაზათ.
- უპრეცედენტო არჩევნები ქართული ოლიმპიზმის ისტორიაში - ინტერვიუ ირაკლი მეძმარიაშვილთან
მხოლოდ ზოგადად ვიტყვით, რომ მან ქართული ოლიმპიზმის წინსვლისთვის აუცილებლად მიიჩნია სპონსორთა მოზიდვა, მწვრთნელთა და მსაჯთა გადამზადება, სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნა, ფედერაციებისთვის მაქსიმალური დამოუკიდებლობის მინიჭება, სპორტული მენეჯმენტის განვითარება, სკოლებში
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ეს არჩევნები უპრეცედენტოა, რადგან არ არსებობს სამთავრობო კანდიდატი, ხოლო საზოგადოებას დაჰპირდა, რომ თანხების ხარჯვის შესახებ პერიოდულად მიაწვდის სრულ ინფორმაციას და ამას "ლელოს" მეშვეობით გააკეთებს.
მეძმარიაშვილმა ამჯერადაც ისაუბრა საერთაშორისო ოლიმპიურ სტრუქტურებში, საერთაშორისო ფედერაციებში, სამსაჯო კომიტეტებში ქართველთა წარმომადგენლობის გაზრდაზე, დიდი ადგილი კი ოლიმპიადაზე რომელიმე გუნდურ სათამაშო სახეობაში მოხვედრას დაუთმო.
მისი თქმით, როცა ზედიზედ ამდენი ოლიმპიადაა, 40-ეულში ხარ, იმის ამბიციაც უნდა გქონდეს, თამაშებზე გუნდურ სახეობაშიც იყო წარმოდგენილი.
თავისი არცთუ ხანგრძლივი გამოსვლის ბოლო ნაწილი პრეზიდენტობის კანდიდატმა საკუთარი გუნდის წარდგენას დაუთმო. გენერალურ მდივნად მძლეოსნობაში სეულის ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანი მაია აზარაშვილი წარადგინა, ვიცე-პრეზიდენტებად - რომან რურუა, მერაბ ჩიქობავა, ზაზა ხეჩუაშვილი და ლევან გაბრიჩიძე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"