რობერტო მანჩინი არა, რობერტა მანჩინო!

AutoSharing Option
თუ სპორტის ქართველი გულშემატკივრებისთვის სახელი და გვარი - რობერტო მანჩინი კარგად ნაცნობია, რა დააშავა რობერტა მანჩინომ? არც არაფერი! ყოველ შემთხვევაში, იტალიაში ეს გოგონა მეტად თუ არა, არანაკლებ პოპულარულია, ვიდრე "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი.

მეტიც, ექსტრემალური სპორტის სახეობების მოტრფიალე რობერტამ არა მარტო თავის სამშობლოში, მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი - ეს მომხიბვლელი იტალიელი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პარაშუტისტი და ბეის-ჯამპერია.

გაგიკვირდებათ და, რობერტა მანჩინოს პირად სპორტულ აქტივში 6 ათასზე მეტი ნახტომი, სხვადასხვა ჯილდოები და მსოფლიო რეკორდებია. სხვათა შორის, რამდენიმეჯერ ცხელსისხლიანმა იტალიელმა პარაშუტით სრულიად
შიშველმაც იფრინა, რითაც მამაკაც გულშემატკივართა არმია გაიათმაგა.

"ცოტა კი შემცივდა, მაგრამ შიშველ სხეულზე ჰაერის ნაკადი ძალიან მესიამოვნა", - აღიარა ნახტომის შემდეგ რობერტამ და ალბათ ამიტომაც, რამდენიმე პოპულარულმა გამოცემამ 2010 წლის მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ სპორტსმენად სწორედ იგი დაასახელა.

ერთი ხანობა ექსტრემალ რობერტას საკუთარი თავი კიკბოკსინგსა და სხვადასხვა საბრძოლო ორთაბრძოლებშიც გამოუცდია და შავი ქამრის მფლობელიც გამხდარა. მოგვიანებით კი მას ყურადღება სამოდელო სააგენტოებმაც მიაპყრეს - ტანფეხი დაეწუნება თუ თვალწარბი?

ასე რომ, 31 წლის რობერტა მანჩინო დღეს სპორტულ ცხოვრებას სამოდელოსაც უთავსებს - რეკლამას უკეთებს ჯინსებს, მონაწილეობს სხვადასხვა ფოტოსესიებში, თუმცა სულის სიღრმეში მაინც სპორტსმენია: "არ მინდა მოდელობა, - განაცხადა ახლახან. - ეს ჩემთვის მხოლოდ ფულის კეთების საშუალებაა".





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული