კახა კალაძემ სამტრედიაში მრავალშვილიან ოჯახს სახლი აჩუქა

AutoSharing Option
კახა კალაძემ სამტრედიის მკვიდრ კოხრეიძეების მრავალშვილიან ოჯახს ძველით ახალ წელი მიულოცა და მათ სამტრედიაში საცხოვრებელი სახლი აჩუქა.

სოციალურად დაუცველ ოჯახს, სადაც ოთხი ბავშვი იზრდება, საკუთარი საცხოვრებელი სახლი არ ჰქონდა. კოხრეიძეების ოჯახი უახლოეს მომავალში მეხუთე შვილს ელოდება.

“ჩვენთვის ძალიან სასიხარულო დღეა, რადგან მრავალი წელი უსახლკაროდ ვცხოვრობდით და მეზობლებს ვაფარებდით თავს. ახლა კი ბატონმა კახამ სასწაული მოახდინა, ჩემი შვილებისთვის სახლი იყიდა და ჩვენ ჭერი გვექნება. დიდი მადლობა მას ასეთი საჩუქრისთვის!“, - განაცხადა ინგა კოხრეიძემ.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს კახა კალაძე მშობლიურ
სამტრედიას ესტუმრა, სადაც მისი დაფინანსებით საახალწლო კონცერტი გაიმართა.

interpressnews.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 10 /
გაიხარე კახა როგორც ეს ოჯახი გაახარე! როდის დადგება ის დრო საქართველოში, როდესაც უკიდურესად გაჭირვებული ადამიანები ხანჯლით საძებნი გაგვიხდება? ადამიანების ღირსეულ შემოსავლიან სამუშაოზე დასაქმება არის უპირველესად გასაკეთებელი საქმე ხელისუფლებისთვის.
ლუკა
15 იანვარი 2019 02:22
4
"ხანჯლით" არა "ნამგლით" ეძებენ... და თან ყანა უნდა გათიბო მერე... ეგეც აუცილებელია თუ ამ სიტყვებს იტყვი.
პ.ს. ძალიან კარგი ერთი ოჯახი მაინც იქნება ბედნიერი მაგრამ, მართალია არის რაღაც ქველმოქმედება რომელიც აუცილებლად უნდა გავრცელდეს ასეთი ინტერნეტ პორტალებით თუ სხვა საშუალებებით რომ დადებითი იმიჯი ჩამოყალიბდეს საზოგადოებაში.
ara
15 იანვარი 2019 03:01
2
ღმერთმა გაახაროს კახი და მისი ოჯახი და ათჯერ მეტი მისცეს, ათ ოჯახს კიდევ უყიდის. რა თქმა უნდა არა ბიუჯეტიდან, საკუთარი ლეგალური სახსრებით. ჯობდა არ გაეპიარებინა, ხალხი მაინც გაიგებდა ყველაფერს...ის იქმებოდა ნამდვილად ქველმოქმედება.
emigranti
16 იანვარი 2019 03:47
1
ეხლა გამოვა ვინმე და ორი ავტოგოლიო იტყვის, რასაც აკეთებს უნდა დავინახოთ, მოგვწონს თუ არა,როგორც პოლიტიკოსი.
:))))
15 იანვარი 2019 13:00
2
ალ. ელისაშვილმა გაიგო ეს ამბავი??? ან რას იტყვის ლ. ხაბეიშვილი??? იქნებ ბიუჯეტიდან "მოპარული" ფულითაა ნაყიდი...
tngh
15 იანვარი 2019 18:11
1
სიკეთის კეთება უდიდესი სიამოვნებაა, რომელზეც არცერთი ნორმალური ადამიანი უარს არ იტყვის!
ვახო...
15 იანვარი 2019 16:49
0
საათობრივი ანაზღაურებაა მისაღები კანონმდებლობით. ხალხს ნორმალურად არ უხდიან ხელფასებს. ესაა პრობლემა.
ჯონი
15 იანვარი 2019 09:15
1
ამის ნება როგორ მიცა თავისმა მამიკომ უკან არ წართვას
გოგა
15 იანვარი 2019 17:10
9
ფრთხილად, "ბოღმამ" არ დაგახჩოს!!!
tngh
15 იანვარი 2019 18:32
1
ხომ არ გადასულიყო სამტრედიის მერად. მაინც მშობლიური ქალაქია და ეგებ უფრო მიხედოს.
სტატუს ქუო
15 იანვარი 2019 16:27
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული