ქართულით გამდიდრებული

AutoSharing Option
"კავკასიის თასის" ღია საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ცეკვებში რომ წლეულს მეთექვსმეტედ ტარდება თბილისში, მის მზარდ ავტორიტეტზე მეტყველებს. მონაწილე ქვეყნების რაოდენობამ კი უკვე 17-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ წლიდან წლამდე ქართული ცეკვების ელემენტებით მდიდრდება პროგრამა, რაც ასპარეზობას უფრო მიმზიდველს და შთამბეჭდავს ხდის.

გუშინ საქართველოს სპორტის სამინისტროში, რომელიც ტურნირის მხარდამჭერია, ამ ღონისძიების დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ 8 პროგრამით პირველობისთვის იბრძოლებს 6-დან 35 წლამდე 1000-ზე მეტი სპორტსმენი. ჟიური ცნობილი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯებითაა დაკომპლექტებული. ტურნირს დაესწრება ქართული ცეკვის ვეტერანი ფრიდონ სულაბერიძე.

თენგიზ თომაშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული