ინტერნეტში "Miss World Cup 2002"-ის ინტიმური ვიდეო გამოქვეყნდა

AutoSharing Option
ფეხბურთის ჭეშმარიტ გულშემატკივრებს სამხრეთკორეელი მოდელი შიმ მინა უნდა ახსოვდეთ - ამ გოგონამ აღიარება 2002 წელს სამხრეთ კორეასა და იაპონიაში გამართულ მუნდიალზე მოიპოვა. მაშინ შიმის ინტერნეტში "Miss World Cup 2002"-ის ინტიმური ვიდეო გამოქვეყნდა 2002"-ის ტიტული მიანიჭეს და გოგონამ მსოფლიო პოპულარობასთან ერთად მსხვილ-მსხვილი სარეკლამო კონტრაქტებსაც გამოჰკრა ხელი.

ერთი სიტყვით, მას შემდეგ მოდელს კარიერაში აღმავლობის ხანა დაეწყო, დიდი ფულიც მოიხვეჭა, მაგრამ თურმე მხოლოდ ფული და პოპულარობა არ ყოფილა ყველაფერი...

ალბათ ვერავინ ახსნის მიზეზს, რატომ უყვართ სპორტისა და შოუბიზნესის ვარსკლავებს თავიანთი ინტიმური ცხოვრების ფირზე
აღბეჭდვა, რასაც შემდეგ ამ კადრების "შემთხვევით" ინტერნეტში განთავსებაც მოჰყვება ხოლმე. შიმ მინაც აღმოჩნდა მსგავსი სკანდალის მსხვერპლი (ან ინიციატორი). მისი "საშინაო პორნოვიდეო" მსოფლიოს ქსელში ახლახან მოხვდა და რა გასაკვირია, ვიდეომ მოდელის თაყვანისმცემლებში უდიდესი ინტერესი გამოიწვია...

კაცმა არ იცის, ეს მოდელის შეგნებული, სპონსორების მოსაზიდად გათვლილი შეგნებული პიარ-აქცია იყო, თუ მართლაც მოპარეს გოგონას ჩანაწერი და მის დაუკითხავად გამოაქვეყნეს. ასეა თუ ისე, ერთი რამ ცხადია – თუკი ვინმემ მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის შემდეგ კიდევ არ იცოდა, ვინ არის შიმ მინა, ახლა ნამდვილად ეცოდინება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული