მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები

AutoSharing Option
ჟურნალმა "ფორბსმა" მსოფლიოს 50 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენის სია გამოაქვეყნა. უმდიდრესთა სათავეში კვლავ ამერიკელი გოლფისტი ტაიგერ ვუდსია, რომლის წლიური შემოსავალი 75 მილიონი დოლარია.

სიაში მეორე, 53 მლნ დოლარით, ნბა-ს კალათბურთელი კობი ბრაიანტია, რომელსაც, სულ რაღაც 5 მილიონითა და შესაბამისად, ერთი საფეხურით, ლებრონ ჯეიმსი ჩამორჩება.

კალათბურთელთა შემდეგ ჯერი ჩოგბურთელებზეა და სიის მეოთხე პოზიციას შვეიცარიელი როჯერ ფედერერი, 47 მლნ-ით იკავებს. რაც შეეხებათ ფეხბურთელებს, ჩამონათვალში მეექვსეა დევიდ ბექჰემი (40 მლნ), მეშვიდე კი - კრიშტიანო რონალდო (38 მლნ). ლიონელ მესის ანგარიშზე, რომელსაც სიაში მეათე პოზიცია
უკავია, 32,3 მილიონია.

ორცმოცდაათეულში ერთადერთი ქალი სპორტსმენი - რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვაა, რომლის წლიური შემოსავალი 24,2 მლნ დოლარია და 29-ე ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული