ჩემპიონატი უკვე მეექვსედ ექსტრემალებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან მოუყრის თავს, რომლებიც კვერცხს საუკეთესო სპორტულ ტყვიად მიიჩნევენ. ისინი ხუთ დისციპლინაში შეეჯიბრებიან, რომლებიც კვერცხების სროლის საერთაშორისო ფედერაციის (WETF) მიერაა დამტკიცებული.
"კვერცხების სროლის უძველესმა ხელოვნებამ ნაციონალური საზღვრები არ იცის და მსოფლიოს უმაღლესი კლასის სპორტსმენებს აახლოებს, რომლებიც სრულყოფისკენ ილტვიან", - განაცხადა WETF -ის თავმჯდომარემ ენდი დანლოპმა.
ქათმის ემბრიონების შორ მანძილზე ბანალური სროლების გარდა, პროგრამაში
ბოლო შეჯიბრების წესებზე შეჩერება ღირს. ორი მოთამაშე მაგიდასთან ერთმანეთის პირისპირ დაჯდება, თავზე წაიკრავენ და კენჭისყრის საშუალებით "სროლების" რიგს დაადგენენ. მოთამაშეების წინაშე კონტეინერია მოთავსებული, რომელშიც ექვსი კვერცხი დევს - რევოლვერის მჭიდში ვაზნების რაოდენობის მსგავსად. ამასთან ხუთი კვერცხი მაგრადაა მოხარშული, ერთი კი მოუხარშავია.
სიგნალის მიხედვით მონაწილეები კვერცხებს ირჩევენ და თავზე იტეხავენ. ის აგებს, რომელიც მოუხარშავ კვერცხს გატეხავს.