გამთენიისას ყველაზე მეტად ბნელა - Sportall.ge ახალ, 2021 წელს გილოცავთ!

AutoSharing Option
ყოველი წლის დასასრულს განვლილ წელს, წარმატებებსა და წარუმატებლობებს ვიხსენებთ. სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიამ არა მარტო ჩვენი ქვეყანა და სპორტი, არამედ მთელი სამყარო უმძიმეს სიტუაციაში ჩააგდო.

ამ რთულ ვითარებაში ჩვენმა ზოგიერთმა გუნდმა გაგვახარა. მაგალითად, კალათბურთელებმა, რომლებსაც ევროპირველობის საგზური მასპინძლობის უფლების გამო დაბევებული აქვთ, მაგრამ საკვალიფიკაციო ეტაპზე მაინც ყველა მეტოქე დაჯაბნეს.

რა თქმა უნდა, გაგვახარეს სხვა სახეობების წარმომადგენლებმა და უპირველეს ყოვლისა ძიუდოისტებმა, რასაც ვერ ვიტყვით ფეხბურთელთა ეროვნულ გუნდზე, რომელმაც გარკვეული პროგრესის შემდეგ ყველაზე საჭირო მომენტში საოცარი ფიასკო განიცადა და ყველას ძლიერ დაგვწყიტა გული.

ქართველმა მორაგბეებმა პირველად ითამაშეს ევროპულ ელიტაში, მართალია ყველა თამაში წააგეს, მაგრამ მაინც. იყო სხვა გუნდური თუ ინდივიდუალური წარმატება, მაგრამ ისეთი არა, დიდ სიხარულს რომ მოგვიტანდა.

როგორც წესია, ყველაფერი ცუდი გასულ წელს უნდა ჩავაბაროთ. ჰო და, უიმედობაცა და წარუმატებლობაც 2020 წლისთვის გვიბოძებია, 2021 წელს კი ყველაზე მეტად სასურველი მიზნები და ოცნებები ვათხოვოთ, ვნახოთ, შევამოწმოთ, როგორ მოუვლის და დაგვეხმარება მათ ახდენაში.

თქვენ, ყველა ჩვენს მკითხველს, მადლობას გიხდით, რომ მთელი ეს რთული წელი ჩვენთან ერთად იყავით. Sportall.ge-ის გუნდი თქვენთვის მუშაობს და პირობას გაძლევთ, 2021 წელს საინტერესო სტატიებს არ მოგაკლებთ.

Sportall.ge გილოცავთ ახალ 2021 წელს და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ: ჯანმრთელობას და სულის სიმხნევეს, სიძლიერესა და ბედნიერებას. ჩვენს ქვეყანას ამაზე უარესი გასაჭირიც გადაუტანია, დარწმუნებული ვართ, ამასაც გადაიტანს და უკეთესი დროებაც დაუდგება - გამთენიისას ხომ ყველაზე მეტად ბნელა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
-გოლცავთ ყველა სპორტულ ჟურნალისტს,მრავალს დაესწარით ჯამრთელად... სპორტულ ინფორმაციებში მეტი კონკრეტიკა კარგი იქნებოდა.
- საქართველო სპორტული ც ე ნ ტ რ ი გაგვეხადოს არა მარტო მთელი კავკასიისათვის,ძლიერი-კონკურენტული ეროვნული ჩემპიონატები ყ ვ ე ლ ა გუნდური სახეობისათვის, მსოფლიო მასშტაბის ტურნირები (გახსოვთ გრან -პრის მაღალი რანგის ტურნირები ძიუდოში, თავისუფალ ჭიდაობაში ?!)...- რისთვისაც საჭიროა -ეკო-კის აღორძინება, ეკო-კის აღორძინებისათვის სახელმწიფოს უსაფრთხოების განმტკიცება + პროგრესულ დასავლთთან სტრ-ეგიული ეკო-კური პროექტები, ანუ დასავლეთთან სტრატეგიკული პარტნიორობ(ა)ით... ა რ ა სიტყვით,რეალური საქმით, თორემ მალე სპორტის დაფინანსების პრობლემებიც შეიქმნება და... (მოკლედ ისევ პოლიტიკაზე გადავედი , ამიტომ აქ შევწყვიტავ)!- წარმატებული წელი, წარმატებული სპორტული წელი-წლები!
გლახუნა
01 იანვარი 2021 16:42
0
სპორტალის მთლიან შემოქმედებით ჯგუფს,მკითხველს,სპორტის ქომაგებს და ყველა პატრიოტ ადამიანს გილოცავთ 2021 წელს.პირველ რიგში ვისურვებდი,რომ ამ წელს პირველად წავიკითხო თქვენი სტატიები იმაზე, თუ როგორ გავიდა რომელიმე ქართული საფეხბურთო კლუბი ევროტურნირზე და საქართველოს ნაკრების წარმატებაზე...
Beso
01 იანვარი 2021 01:49
0
გილოცავთ. მზიანი ფლორიდიდან
macbook pro
31 დეკემბერი 2020 19:37
1
ყველას გუსურვებთ საქართველოზე უკეთესი არაფერი გღირსებოდეთ.
ჯერი
31 დეკემბერი 2020 19:27
7
გამთენიისას ყველაზე მეტად არ ბნელა, პირიქით ყველაზე უფრო ანათებს. ავტორს ალბათ სურდა ,,სიბრძნე დაებრეხვებინა'', მაგრამ განსხავებული ყოველთვის არ ნიშნავს ფასეულსა და ღირებულს. ყოველთვის დაუკვირდით შინაარსობრივად რას ამბობთ და არა იმას თუ რამდენად ,,მყვირალა'' იქნება სათაურები...
Levani
31 დეკემბერი 2020 16:52
6
..გამთენიისას ვისთვის ბნელა ვისთვის ნათელია...ნუ გამოეკიდებით სიტყვებს...გისურვებთ ლამაზ ახალ წელს.
გიორგი
31 დეკემბერი 2020 17:26
2
Გილოცავთ 2021 წელს ნიუ იორკიდან!
American
31 დეკემბერი 2020 15:19
0
მადლობა! თქვენც ბედნიერ წელს გისურვებთ ისევე, როგორც ყველა თქვენს მკითხველს!
გიორგი
31 დეკემბერი 2020 12:35
0

სიახლეები პოპულარული