1. რაგბი. მსოფლიოს ალაფის ჯგუფურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა (20 წლამდელები) 14:29 წააგო იაპონიასთან.
3. ფეხბურთი. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ხორვატიაში ადგილობრივი ნაკრები 1:0 დაამარცხა.
3. ფეხბურთი. ევრო 2012-ის შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან 1:2 დამარცხდა.
3-4. ძიუდო. ბუქარესტის მსოფლიო თასზე ქართველებმა 4 მედალი მოიხვეჭეს. ჩემპიონები ბეთქილ შუკვანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ზვიად გოგოჭური გახდნენ, ზვიად ხანჯალიაშვილმა კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
5. რაგბი. თბილისში მიმდინარე "მსოფლიო ალაფზე"
10. რაგბი. ირბ-ის ერთა თასზე საქართველო სამხრეთ აფრიკის "კინგსთან" 17:31 დამარცხდა.
10-12. ჭიდაობა. თბილისმა "ოქროს გრან-პრის" (გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის სახელობის) უმასპინძლა.
12. წყალში ხტომა. ქართულმა წყვილმა (ჭოლა ჭანტურია, შოთა კორახაშვილი) იტალიის გრან-პრიზე მე-5 ადგილი დაიკავა.
12. ფეხბურთი. ქუთაისის "ტორპედოში" ზაზა ზამთარაძისა და გიორგი კიკნაძის მწვრთნელთა დუეტი დაინიშნა.
13. პროფესიული კრივი. ავთანდილ ხურციძემ იბო-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაიცვა, დიონისიო მირანდა ნოკაუტით დაამარცხა.
13. რაგბი. ფრანგულმა "ეკიპმა" მამუკა გორგოძე საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერად დაასახელა.
15. ფეხბურთი. ზურაბ ხიზანიშვილი ინგლისური "რედინგიდან" თურქულ "კაისერისპორში" გადავიდა.
15. რაგბი. ირბო-ის ერთა თასზე საქართველომ არგენტინის ა ნაკრებს 14:13 მოუგო.
17. ფეხბურთი. თბილისში მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტი ენრიკე სერესო იყო, რომელმაც თბილისის "დინამოსთან" საქმიანი ურთიერთობა გააფორმა.
19. რაგბი. ლიონის შვიდკაცაზე საქართველოს ნაკრებმა მე-7 ადგილი დაიკავა.
19. რაგბი. ირბ-ის ერთა თასზე რუმინეთში საქართველოს ნაკრებმა ნამიბიას 23:18 მოუგო და საბოლოოდ ტურნირი მე-2 ადგილზე დაასრულა.
19-24. კრივი. ანკარაში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა სამი ბრინჯაო (ზაალ კვაჭატაძე, ჯაბა ხოსიტაშვილი და მიხეილ ბახტაძე) მოიპოვა.
20. ჩოგბურთი. ანა ტატიშვილმა პირველი მატჩი მოიგო კარიერაში "დიდი სლემის" ტურნირებზე, მან უიმბლდონის პირველ წრეში რუსი ანასტასია პივოვაროვა დაამარცხა.
20. ფეხბურთი. გაიმართა ევროთასების კენჭისყრა: ჩემპიონთა ლიგაზე "ზესტაფონის" მეტოქე მოლდოვური "დაჩია" გახდა, ევროპალიგაზე "დინამოს" მოლდოვური "მილსამი" დაუპირისპირდა, "მეტალურგს" - სომხური "ბანანცი", "გაგრას" - კვიპროსული "ანორთოსისი".
21. კალათბურთი. "არმიას" ახალი თავკაცი კოტე ტუღუშია.
21-22. თავისუფალი ჭიდაობა. ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველომ 6 მედალი მოიპოვა: 2 ოქრო (ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, დავით მარსაგიშვილი), 1 ვერცხლი (ბექა პეტრიაშვილი) და 3 ბრინჯაო (თენგიზ ჩოჩიშვილი, თედორე ებანოიძე, გენო პეტრიაშვილი). დავით მარსაგიშვილი ტურნირის საუკეთესო მოჭიდავედ დაასახელეს, ნაკრებმა კი რუსეთთან პირველი ადგილი გაიყო.
24. რაგბი. ზურაბ ჟვანია ფრანგულ "სტად ფრანსეში" გადავიდა.
24-26. ძიუდო. კადეტთა ევროპის ჩემპიონატზე მალტაში საქართველოს ნაკრებმა 7 მედალი და მე-2 გუნდური ადგილი მოიპოვა.
24-26. წყალბურთი. თბილისში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი, რომელიც საქართველოს ნაკრებმა მოიგო.
25. ფეხბურთი. ჩატარდა სფფ-ის ყრილობა, სადაც აღმასკომის ახალი წევრები აირჩიეს.
25. რაგბი. მოსკოვის შვიდკაცაზე საქართველოს ნაკრებმა მე-4 ადგილი დაიკავა.
25. რაგბი. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა რუმინეთში "შავი ზღვის თასი" მოიგო. ფინალში ჩვენმა გუნდმა მასპინძლებს 27:8 მოუგო.
25-26. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჩვენმა ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა, 2 ვერცხლი (ნიკა ცეცხლაძე, საჩინო დავითაია) და 2 ბრინჯაო (ზურაბ დათუნაშვილი, სანდრო დიხამინჯია).
27. სუმო. ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ოფიციალურად გახდა კომუსუბი.
29. ფეხბურთი. ოთარ მარცვალაძე ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგადან" "კრასნოდარში" 3 წლით გადავიდა.
30. სამბო. ფედერაციის ახალი პრეზიდენტი თემურ გიორგაძეა.
30. ფეხბურთი. ევროპალიგის საკვალიფიკაციო მატჩში "დინამომ" "მილსამი" 2:0 დაამარცხა, ხოლო "მეტალურგმა" - "ბანანცი" - 1:0.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"