ფრანგი ფეხბურთელი ქალები გაშიშვლდნენ

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების სამმა მოთამაშემ ქალთა ფეხბურთისადმი მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა ქალურადვე – კეკლუცობით სცადა. მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას, რომელსაც გერმანია მასპინძლობს, შიშველი გაეტენ ტინის, ელოდი ტომისა და კორინ ფრანკოს გულისამაჩუყებელი ფოტოები გამოიფინა.

რა დასამალია და, ქალთა ფეხბურთზე არცთუ ცოტა გულშემატკივარი არა უშუალოდ თამაშის, არამად მისი შემსრულებლების სანახავად დადის. სწორედ ამაზე გაამახვილეს ყურადღება ფრანგმა ლამაზმანმა ფეხბურთელებმა და მონაწილეობა ფოტოსესიაში მიიღეს, რომელსაც სახელად ერქვა: "ასე უნდა წარმოვაჩინოთ თავი, რომ ჩვენი მატჩების სანახავად მობრძანდეთ?"

"ძალიან საყვარელი ფოტოსურათები გამოვიდა და ისინი მე ძალიან მომეწონა", -
განაცხადა ტინიმ, რომელიც წუხს, რომ საფრანგეთში, განსხავებით გერმანიისგან, ქალთა ფეხბურთს არასერიოზულად უყურებენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი გოგოები არიან
valentina
22:28 17-06-2013
0

სიახლეები პოპულარული