"ჩელსი" - "ტოტენჰემი" (19:30)
პრემიერ ლიგის მეორე ტურში "ჩელსი" "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება. "ლონდონური დერბი" ტურის ცენტრალურ მატჩადაა მონათლული. ორივე გუნდმა პირველ ტურში გამარჯვებით დაიწყო. "არისტოკრატებმა" "ევერტონს" 1:0 სძლიეს, "დეზებმა" კი "საუთჰემპტონი" 4:1 გაანადგურეს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ორივე გუნდი გაძლიერდა. ანტონიო კონტეს გუნდმა "ინტერიდან" ხორვატი ივან პერიშიჩი დაიმატა, სავარაუდოდ,
"ბაიერნი" - "ვოლფსბურგი" (19:30)
"რეკორდმაისტერი" დამაჯერებლად იწყებს და კვლავ ბუნდესლიგის ფავორიტად მოსჩანს. პირველ ტურში "ბაიერნმა" ფრანკფურტის "აინტრახტი" სტუმრად 6:1 გაანადგურა. იულიან ნაგელსმანის გუნდში დიდი ცვლილებებია, მატიას დე ლიხტი და სადიო მანე ახალ გუნდში მშვენივრად გამოიყურებიან, კლუბის მიზნები კვლავ უცვლელია, წარმატების მიღწევა ყველა ტურნირზე. რაც შეეხება "ვოლფსბურგს" "მწვანეებმა" სეზონის პირველი მატჩი ბრემენის "ვერდერთან" გამართეს და ფრედ 2:2 ითამაშეს. უკანასკნელად "ვოლფსბურგმა" "ბაიერნი" 2015 წელს (4:1) დაამარცხა. შეწყდება თუ არა უსიამოვნო სერია დღეს საღამოს ვიხილავთ, თუმცა "ალიანც არენაზე" 3 ქულის დაგეგმვა არარეალურად მოსჩანს...
"ვალენსია" - "ჟირონა" (21:30)
დღეს, ლა ლიგის პირველ ტურში, გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" "ჟირონას" დაუპირისპირდება. ესპანური მედიის ცნობით, ჩვენებური ძირითადში დაიწყებს. სამწუხაროდ ქომაგების მოლოდინი არც ისე ოპტიმისტურია, რადგან ზაფხულში კლუბი რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ დატოვა, ტრავმის გამო შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს გუნდის კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი ხოსე გაია, საეჭვოა მაქსი გომესის მოედანზე ხილვაც. "ჟირონდელები" ლა ლიგაში ახლახანს აღზევდნენ და "მესტალიაზე" მოსაგებად გავლენ. ჯენარო გატუზო ეცდება საკუთარი გულშემატკივრის წინაშე დებიუტი 3 ქულით აღნიშნოს. უკანასკნელად გუნდები ერთმანეთს 2019 წელს დაუპირისპირდნენ, მაშინ "ვალენსიამ" 3:2 გაიმარჯვა. გიორგის თამაშს მოუთმენლად ველით.
"მიკულასი" - "სლოვანი" (20:00)
სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში "სლოვანი" "მიკულასს" დაუპირისპირდება. მას შემდეგ, რაც ვლადიმირ ვაისის გუნდი მძიმე ბრძოლაში "ოლიმპიაკოსთან" დამარცხდა, ხასიათის გამოსწორებას საკუთარ ჩემპიონატში ეცდება. არახალია, რომ გურამ კაშია და ჯაბა კანკავა გუნდის მთავარი ლიდერები არიან, თუმცა ახლა, გიორგი ჩაკვეტაძეც მათ რიცხვში შედის. მიუხედავად გაცუდებული თერთმეტმეტრიანისა, ქომაგები გიორგის ამხნევებენ და "ჩაკვე" ფორმის აღსადგენად ყველაფერს აკეთებს. სავარაუდოდ, სამივე ქართველი ძირითადიდან დაიწყებს. შეხვედრის ფავორიტად "სლოვანი" მიიჩნევა, რომელიც სატურნირო ცხრილში 9 ქულით პირველ ადგილს იკავებს. გუნდები ერთმანეთს სულ 4-ჯერ დაუპირისპირდნენ და ოთხივე შეხვედრა "სლოვანის" გამარჯვებით დასრულდა.
"ფერენცვაროში" - "ფეჰერვარი" (22:00)
უნგრეთის ჩემპიონატში დღეს გამორჩეული შეხვედრა გაიმართება. ბუდუ ზივზივაძის "ფეჰერვარი" მოქმედ ჩემპიონ "ფერენცვაროშს" გაეჯიბრება. ჩვენებური ბრწყინვალე ფორმაშია და გოლების გატანას განაგრძობს, ზივზივაძე საკუთარი გუნდისთვის მნიშვნელოვან მოთამაშედ იქცა. ამ სეზონში ბუდუს ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა და დღეს ყველაზე ტიტულოვანი უნგრული გუნდის წინააღმდეგ თავის გამოჩენას შეეცდება. "ფერენცვაროში" "ყარაბაღთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპისთვის ბრძოლას გამოეთიშა. 2 ტურის შემდეგ, "ფეჰერვარი" მე-5 ზე, ხოლო "ფერენცვაროში" მე-7 ადგილზე იმყოფება. გუნდებს შორის გამართული უკანასკნელი 5 შეხვედრიდან 4 გამარჯვება მასპინძლებს ეკუთვნით. დღეს ბუდუ ყურადღების ცენტრში იქნება და იმედია, ქართველი შედეგიანი თამაშით გაგვახარებს.