"ლეო, გთხოვ, შვილი გადაგვირჩინე" - არაბული ოჯახი მესისგან დახმარებას ითხოვს

AutoSharing Option
პსჟ-ის ვარსკვლავს ლიონელ მესის საუდის არაბეთში სიკვდილმისჯილი ახალგაზრდას გადარჩენას სთხოვენ. 2022 წლის მაისიდან ლეო საუდის არაბეთის ელჩია ტურიზმის საკითხებში.

რაც შეეხება 22 წლის ბიჭის ისტორიას, მუჰამედ ალ-ფარაჯი 2017 წელს(15 წლის ასაკში) მეგობრებთან ერთად ბოულინგის თამაშის დროს დააკავეს, მიზეზად საუდის არაბეთის მთავრობის წინააღმდეგ სავარაუდო ტერაქტის მოწყობა სახელდება. დაკავებულის ოჯახი ამტკიცებს, რომ ის მაშინვე სრულწლოვანთა ციხეში გადაიყვანეს, დაკითხეს და აწამეს. პროკურატურა ალ-ფარაჯის მაქსიმალური სიმკაცრით, სიკვდილით დასჯას ითხოვდა.

მუჰამედის ოჯახი ლეო მესის მიმართავს:

"ჩვენ თქვენს ყურადღებას ვითხოვთ, გთხოვთ დაეხმაროთ მუჰამედს, რომელიც ჩვენ 5
წელია წაგვართვეს. როგორც საუდის არაბეთის ტურიზმის ელჩს, თქვენ დიდი გავლენა გაქვთ და ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენა შეგიძლიათ. ციხეში მცველები სცემენ, წიხლებსა და ხელებს რამდენიმე საათის განმავლობაში ურტყამენ. როგორ ექცევიან ბავშვს ასე სასტიკად და დაუნდობლად?".

ჯერჯერობით უცნობია დაეხმარება თუ არა მესი ალ-ფარაჯების ოჯახს.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
მესის დაანებეთ თავიიი! უხერხულ მდგომარეობაში ნუ აყენებთ!
გოჩა
15 აგვისტო 2022 19:46
13
მიდი ლეო, ქენი სიკეთე, შენ მათ დაეხმარე , შენ კი, უფალი დაგეხმარება!
ვახო...
15 აგვისტო 2022 18:27
0
მესი ჯიგარია ! თუ შეეძლება აუციებლად დაეხმარება !თავის დროზე ლევან თედიაშვილმა ასე გადაარჩინა ირანში ერთი მჭიდავე
zura222
15 აგვისტო 2022 18:01
0
როცა ასეთი ქვეყნები რრკლამას აკეთებ მის სამზარეულოში უნდა ჩაიხედო რამდენი უსამართლობაა ქვეყანაში. ფული ყველაფერი არაა ამ ქვეყანაზე. ასე იყი რუსეთის რეკლამას რო ეწეოდნე ბევრი ვარსჯვლავები ახლა სად ყრიან. ხმას რო ვერ იღებენ.
არა რუსეთს
15 აგვისტო 2022 16:43
5
რეებს ბოდიალობ
zura222
15 აგვისტო 2022 17:58
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული