გამარჯვებული უამრავი ნომინაციაში ვლინდება. ძირითადად, ეს არის ამერიკული სპორტული სეზონის შეჯამება და გამარჯვებულებიც, უმეტეს წილად, ამერიკული სპორტის წარმომადგენლები არიან, თუმცა შიგადაშიგ ლაურეატებად სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც გვევლინებიან. მაგალითად, წელს ასეთები იყვნენ ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი (ესპანეთი), მოკრივე მენი პაკიაო (ფილიპინები) და გოლფისტი რორი მაკილროი (ირლანდია).
წლევანდელი ცერემონიის გმირი გახდა NBA-ის ახალი ჩემპიონი "დალას მავერიქსი". ტექსასური კლუბი წლის საუკეთესო გუნდად დასახელდა, მისი ლიდერი დირკ ნოვიცკი საუკეთესო
საუკეთესო ქალი სპორტსმენის ტიტული დაიმსახურა სამთო მოთხილამურემ ლინდსი ვონმა, მიუხედავად იმისა, რომ მან წელს მსოფლიოს თასი გადაულოცა გერმანელ მარია რიშს.
ESPY award-ს ერთი "ცინცხალი" გამარჯვებულიც ჰყავდა - წლის საუკეთესო მომენტი ცოტა ხნის წინ დაფიქსირდა, ქალებს შორის ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში. ბრაზილიისა და აშშ-ის ნაკრებთა მატჩში დამატებითი დროის ბოლო წუთზე ამერიკელმა ები ვამბახმა გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, რის შემდეგაც ამერიკელებმა პენალტების სერიაში მოიპოვეს ნახევარფინალის საგზური. სწორედ ვამბახის გოლი გამოარჩიეს ორგანიზატორებმა.
სხვა მნიშვნელოვან ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ:
- "საჩემპიონო გამოსვლა" ჰქონდა ჰოკეის კლუბის "ბოსტონ ბრუინზის" მეკარეს ტიმ ტომასს. "ვანკუვერის" წინააღმდეგ სტენლის თასის ფინალის შვიდ მატჩში ტომასმა 246 დარტყმიდან 238 მოიგერია.
- კოლეჯის საუკეთესო მოთამაშეა კალათბურთელი ჯიმერ ფრედეტი, ვინც NCAA-ში საშუალოდ 28.5 ქულას აგროვებდა. ფრედეტი "შარლოტ ბობკეტსმა" დრაფტის მეცხრე ნომრად აირჩია.
- წლის საუკეთესო მატჩი ითამაშეს ამერიკული ფეხბურთის გუნდებმა - "ფილადელფია იგლზმა" და "ნიუ იორკ ჯაიანტსმა". ფილადელფიელებმა ბოლო შვიდ წუთში 28 ქულა აიღეს და 38:31 გაიმარჯვეს.
- ნასკარის "სპრინტის თასის" ხუთგზის ჩემპიონი ჯიმი ჯონსონი დაასახელეს საუკეთესო ავტომბროლად;
- დიანა ტაურაზი გახდა ქალთა NBA-ის საუკეთესო მოთამაშე;
- საუკეთესო მოკრივის ტიტული მიიღო ფილიპინელმა მენი პაკიაომ;
- ამერიკის ღიას ახალი ჩემპიონი რორი მაკილროი საუკეთესო მეგოლფეა;
- საუკეთესო მამაკაც და ქალ ჩოგბურთელებად აირჩიეს რაფაელ ნადალი და სერენა უილიამსი;
- კენტუკის დერბის გამარჯვებული ჯონ ველასკესი საუკეთესო ჯოკეი გახდა;
- "ლოს ანჯელეს გელაქსის" ფორვარდი ლენდონ დონოვანი MLS-ის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია;
- საუკეთესო მძლეოსანია ამერიკელი სპრინტერი ტაისონ გაი, ვინც 100 მეტრზე ქვეყნის რეკორდი დაამყარა - 9,69 წამი;
- "მებრძოლი" (The Fighter) საუკეთესო სპორტული ფილმი გახდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"