ტრაგედიები, რომლებმაც საფეხბურთო სამყარო შეძრა

AutoSharing Option
გასულ კვირას, ინდონეზიაში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი მსოფლიო შეძრა, პოლიციასა და გულშემატკივრებს შორის შეტაკებას 131 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სამწუხაროდ, წარსულიდან არსებობს რამდენიმე საფეხბურთო მატჩი, რომელიც დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდა და უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

1) პერუ - არგენტინა 1964 წელი ( 328 გარდაცვლილი)

პერუსა და არგენტინას შორის დაპირისპირება 1964 წელს, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ეტაპზე გაიმართა, "ალბისელესტე" 1-0 იგებდა, პერუელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, თუმცა შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ანხელ ედუარდო პაცოს ბიანკიმ გოლი გააუქმა, რასაც ადგილობრივი გულშემატკივრის გაღიზიანება მოჰყვა, ქომაგები მოედანზე შეიჭრნენ, პოლიციელებმა
მათ შესაჩერებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, მატჩი ჩაიშალა, გამარჯვება კი არგენტინელებს დარჩათ, 328 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 90 პროცენტი ასფიქსიის გამო.

2) "ნაპოლი" - "ბოლონია" 1955 წელი (152 გარდაცვლილი)

"ნაპოლისა" და "ბოლონიას" შორის მატჩში, მსაჯმა სტუმართა სასარგებლოდ პენალტი დანიშნა, რასაც "პარტენოპეის" ქომაგთა აღშფოთება მოჰყვა და მოედანზე შეიჭრნენ, გარდაიცვალა 152 ადამიანი, მათგან კი 50 პოლიციის ოფიცერი იყო.

3) "ნოტინგემ ფორესტი" - "ლივერპული" 1989 წელი "ჰილსბროს ტრაგედია" (97 გარდაცვლილი)

1989 წელს ინგლისის თასის ნახევარფინალში ერთმანეთს "ნოტინგემ ფორესტი" და "ლივერპული" დაუპირისპირდნენ, ამ შემთხვევაში, პოლიციასა და გულშემატკივარს შორის შეტაკებას ადგილი არ ჰქონია, კატასტროფის მიზეზი სტადიონზე ზედმეტად ბევრი ქომაგის ყოფნა და სტიუარდების დაუდევრობა გახდა, რომლებმაც კარიბჭეები იმ სექტორში გახსნეს, რომლებიც უკვე გადავსებული იყო, შედეგად მოხდა ჭყლეტვა, 94 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. თავდაპირველად მომხდარში ბრალი "ლივერპულის" ქომაგებს ედებოდათ, თუმცა 2012 წელს გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ დამნაშავე შეფილდის პოლიციის იმჟამინდელი შეფი იყო, "სქაუზერთა" გულშემატკივრებს კი 23 წლიანი ტყუილის გამო ბოდიში მოუხადეს.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან ცუდი ამბებია მაგრამ მაშინ ადრენალინი დიდი ექნებოდათ და მაგიტომ მოყვა ამას ამხელ ამბავი
გივი ალექსანდროვიჩ
16 ოქტომბერი 2022 13:07
0
ფეხბურთი კლავს! რადგან მაყურებლების აზროვნება თავიდან ფეხებში გადააქვს.
gaga
15 ოქტომბერი 2022 15:02
19
ფეხბურთს ხალხი თამაშობს, ასე რომ ხალხი კლავს და არა ფეხბურთი. უტვინობასაც უნდა ქონდეს საზღვარი, ცხოველივით არ უნდა მოიქცე ადამიანი.
გაგას
15 ოქტომბერი 2022 18:51
0
ეიზელის ტრაგედია დაგავიწყდათ? იუვენტუსი-ლივერპული 1-0
ბმბ
15 ოქტომბერი 2022 14:03
0
მართალია 39 ადამიანი ემსხვერპლა და 5 წელი ინგლისის კლუბები ევროპაზე მოხსნილი იყო .
dato
15 ოქტომბერი 2022 17:45
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული