ოლიმპიურ დელეგაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ.
მარიბორში დასრულებულ ევროპის რიგით XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოდან სპორტის 9 სახეობაში (ძიუდო, მძლეოსნობა, ცურვა, კალათბურთი 3X3, ველოსპორტი - საგზატკეცილო, ველოსპორტი - სამთო, ტანვარჯიში, სკეიტბორდი, ჩოგბურთი) იასპარეზა 31-მა სპორტსმენმა.
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საერთო გუნდურ ჩათვლაში კი 48 ქვეყანას შორის მე-14 ადგილი დაიკავა.
წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი