"აქამდე ვიკავებდი თავს და არ მინდოდა ამ პროვოკაციებზე პასუხის გაცემა, ახლა კი იძულებული ვარ, მოგმართოთ" - მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს

AutoSharing Option
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს:

"როგორც იცით, ჩემ მიმართ ბოროტი ადამიანებისგან წამოვიდა ცილისწამება და აბსურდული ბრალდებები ჩემი სახელისა და რეპუტაციის შელახვის მიზნით, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემს ოჯახზე, ნათესავებსა და გულშემატკივრებზე. ჩემს მშობლებს ნერვიულობის ნიადაგზე სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყოთ. აქამდე ვიკავებდი თავს და არ მინდოდა ამ პროვოკაციებზე პასუხის გაცემა, ახლა კი იძულებული ვარ, მოგმართოთ და დაგამშვიდოთ. ვინც მე მიცნობს ემიგრაციასა და საქართველოში, ყველამ კარგად იცის, რომ მე არასდროს არ ჩამიდენია ისეთი საქციელი, რაც შეარცხვენდა ჩემს გვარს,
ჩემს ოჯახს და ჩემს სამშობლოს.

მე არასდროს ჩემს სიცოცხლეში არცერთ ბრალდებულის საქმეზე არ დავუკითხივარ პოლიციას, არ მიმიცია ჩვენება არავის წინააღმდეგ და არასდროს ვყოფილვარ მოწმე სასამართლოში. ყოველთვის, რითაც შემეძლო, გვერდში ვედექი გაჭირვებულ ადამიანს, როგორც ძმა და როგორც მეგობარი. ყველაფერი, რაც ჩემზე ითქვა, არის საშინელი ცილისწამება. არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს და ვფიქრობ, რომ სოციალური ქსელები არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება პასუხი გავცე ამ ბინძურ კამპანიას. გთხოვთ ყველას, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ აჰყვეთ პროვოკაციებს. მე მართალი ვარ ჩემი ოჯახის, ჩემი კაცობის, სამშობლოსა და ღმერთის წინაშე...!" - წერს მერაბ დვალიშვილი.

alt"გუშინ ვისპარინგეთ მე და ილიამ, ეს ვიდეო თუ დამიდეს..." - რას აცხადებს მერაბ დვალიშვილი? [VIDEO]

alt"იცით, ამ ბიჭმა ჩემთვის რა გააკეთა?" - დაღესტნელი მებრძოლის ისტორია და დვალიშვილის სამაგალითო საქციელი

altმერაბ დვალიშვილისა და მისი გულშემატკივრის ვიდეო ნახვების რეკორდს ხსნის - ქალმა სპორტსმენს განსხვავებული ავტოგრაფი სთხოვა [VIDEO]

altხვიჩა კვარაცხელია ილია თოფურიას და მერაბ დვალიშვილის გამარჯვებებს გამოეხმაურა [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 33 /
8-10 წლის უკან ქართველები ბრუკლინში ფაქტიურად ყველა ერთმანეთს ვიცნობდით და ყველამ იცოდა ვინ რა პიროვნება იყო, ეხლა ამ პერიოდში აირია სიტუაცია რაც ეს მექსიკა გახსნეს ვერ გაიგებ ვინ ვინ არის, ხო და რისი თქმა მინდა ყველამ მშვენივრად იცის რომ რაჟდენა და ჩაქუჩა ერთად მოქმედებმდნენ, სადაც რაჟდენას ავტორიტეტი ვერ ჭრიდა იქ ჩაქუჩა ერეოდა საქმეში და ბევრი ქართველიც უცემია, ზოგ ზოგიერთმა ადგა და დაწერა განცხადება, ერთ-ერთ ქართულ რესტორანს წილს სთხოვდა რაჟდენა, სერიოზული გარჩევები იყო, ვიღაც დაიჭრა კიდეც, წილს სთხოვდნენ იმ ბიჭებს ვინც "პს რიჩარდში" მუშაობდა, ვინც არ გადაიხადა სცემეს კიდეც, კიდევ რამდენი რამე, ეხლა რომ გამოდის ჩაქუჩა და იძახის აბა სად არის ის ხალხი ვისაც ნეკნები ჩავუმტვრიეო, მაჩვენეთო. ჩაქუჩას ჰქონდა 10 წელი მისჯილი, ისევე როგორც კიდევ რამდენიმეს, ჩაქუჩას უშვებენ ადრე და თან დეპორტიც არ მისცეს, როცა დანარჩენებს სასჯელის შემდეგ დეპორტი მისცეს და ციხიდან პირდაპირ ტრაპთან მიაცილა პოლუციამ, დასკვნები თვითონ გამოიტანეთ ვინ ითანამშრომლა პოლიციასთან
ბრუკლინელი
27 თებერვალი 2024 01:02
0
პროვოკაციებს არ აჰყვე მერაბ. წარმატებულ კაცს ყოველთვის ცილს სწამებენ. შენ არ გაქვს თავი სამართლებელი,ყველას უყვარხარ და ერთი ორი კაცუნას გამო არ ღირს ნერვიულობა. შენს გვერდით ვართ ბოლომდე!
გულშემატკივარი
26 თებერვალი 2024 23:01
3
ღმერთიც შესაბამისად დაგაფასებს და მფარველობას არ მოგაკლებს.
გაიხარე.წარმატებები!
ვაჰმე
26 თებერვალი 2024 22:52
4
გაგახსროს ღმერთმა მერაბ. ჩაქუჩასნაირ პიტალოებს ნუ მოუსმენ.
Fila
27 თებერვალი 2024 00:23
2
მერაბ ყველას ძალიან გვიყვარხარ და გვეამაყები,წამითაც არ გამიფიქრია,რომ რასაც გწამებენ მართალია.ერთი ნაბიჯი დაგრჩა ჩემპიონობამდე და ეხლა მარტო ამაზე იფიქრე დაიკიდე სხვა დანარჩენი.წარმატებები და წელს ქამარი გვინდა აუცილებლად.ღმერთმა დაგლოცოს და კიდევ უფრო გაგაძლიეროს!!!
oto777
27 თებერვალი 2024 00:30
1
ჩაქუჩა არის ერთ უჯრედიანი და რაც აყურყუტეს იმაზე მეტი ქართველებისგან ეკუთვნის. ემიგრაციაში წასულ ხალხს წვალებით ნაშოვნს ართმევდა და სცემდა დაუნდობლას სანამ ბოლო კაპიკს არ ამოღლეტდნენ ვითომ ქურდი რაჟდენა შულაიას უკანალში ძრომით. ეგეთები ამოსაძირკვები არიან და გასარიყი ერიდან. თქვენ კიდევ ვიდეობს უღებთ და ინტერვიუებს ართმევთ მაგ არა კაცს.
wtf
27 თებერვალი 2024 00:16
1
ასეთივე შავი პიარი აგორებულია ქართულად ილია თოფურიაზეც. ე, ბიჭო რამდენი უნდა ვწერო აქ, რამდენი ქართველის გასახარებელი მნიშველოვანი ფაქტიც მოხდება იმდენი მიზანმიმართული მცდელობა იქნება მიუკიბავად რო ვთქვა, იქბნება რო ჩაგვიჯვან ხასიათში. სხვა დანიშნულება კი არა აქვს ამას. ხვიჩაც ამის მარტო ერთი ნაწილია. სხვა იქნება წარმატებული ქართველი, ეგრევე აგორდება იმაზეც. ძაან აშფოთებთ ქართველის მეჟდუნაროდნი წარმატება. უკაცრავად, მაგრამ ეს ქართველები ცოტა არ იყოს და წავიდებილებთ, რა, და ეგ ერთადერთი არა, მაგრამ მთავარი იმედია ჩვენი 'მოყვარეების' ხელში. 'გლახუნამ' მოიწერა რო ქართულის მცოდნე პირები არიან ჩართული ამ საქმეში ვლადიკავკაზში, რაც ჭკუასთან ახლოსაა. ცნობილია 'ბოტების ქარხანა', აწ დაბრედილი პრიგოჟინის პირმშო. არ არის გამორიცხული სხვა ძალებიც იყონ ჩაბმული, მაგრამ ანტიქართული კამპანიის ნაწილი რომაა უკვე იდიოტისთვისაც ფაქტია. ამაზე მე კი არა აქაური სპეც სამსახურები უნდა მუშაობდმნენ. არ არის ეს მარტო ჩვენი ავადმყოფობის, 'მკლავი მომჭრეს, კარგი რატომ აგიგია'-ს მიზეზით.
გიორგი
27 თებერვალი 2024 00:38
4
100%-იანი, აშკარად რუსული პროპაგანდაა,ყველა სულგაყიდული ქართველის მონაწილეობით. ძალიან ეჩხირებათ რუსებს დვალიშვილი თავისი მკვეთრი და ხმამაღალი ქართული პოზიციით. კიდევ ბევრი რუსეთუმე გაიშიფრავს თავს.
ლუკა
27 თებერვალი 2024 10:01
6
კაცი ხარ კაცური ჯიგარო, საქართველოს მოყვარული
სიმართლე
27 თებერვალი 2024 00:03
1
ეხლა უკვე ამ ბიჭსაც მიადგნენ? რა ბოროტი ხალხითაა ეს ქვეყანა სავსე. 3,5მილიონიან ქვეყანაში, ამდენი უსაქმური, ბოროტი, ჭორიკანა,სხვისი ცხოვრებით მცხოვრები, არის სხვა რომელიმე ქვეყანაში კიდევ?
დავით 67
27 თებერვალი 2024 00:15
5
გრუზინი მოძველბიჭო ბოღმა ტიპი რეებს აბრალებს მერაბს … ამერიკაში წავიდა საქმე კარგად მიდიოდა მაგრამ თვითონ გაუჩალიჩა თავის თავს და ეხლა მერაბს აბრალებს… ფუ შენი არაკაცი ხარ ჩვეულობრივი ტო
s
27 თებერვალი 2024 00:21
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული