"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

AutoSharing Option
საქართველოს პარლამენტის წევრი და ყოფილი ძიუდოისტი შოთა ხაბარელი სოციალურ ქსელში ბუდუ ზივზივაძის განცხადებას გამოეხმაურა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გუშინ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

"ბუდუ, შვილო, როგორც ფეხბურთელს, მაგალითად, კახა კალაძეს ცოტა მეტი უთამაშია, შედეგებისთვის მიუღწევია, მერე ამ ქვეყნის გათავისუფლებისთვის უბრძოლია სისხლიანი ჯალათებისგან და სამწუხაროდ, ახლაც ამ ბრძოლის გაგრძელება უწევს. გაცილებით მეტი, მით უმეტეს, პოლიტიკაშიც უნახავს და ზუსტად ვიცით ყველამ, რომ საკუთარი ქვეყნის არც გარუსებას დაუჭერს როდესმე მხარს და არც რომელიმე ქვეყნის ვასალობას. მეც რაღაც
გამიკეთებია ქართული სპორტისთვის, საქმისთვის, პოლიტიკისთვის, მაგრამ ამაზე არ გავაგრძელებ, უხერხულია საკუთარ თავზე საუბარი…

ამიტომ, მოგმართავ, როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და მიმდინარე მოვლენებში. პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები. 

ან კანონი წაიკითხე და გვითხარი, რა არ მოგწონს იქ, ან ისეთ არხებს უყურე, სადაც ნახავ, როგორ ესხმიან თავს პოლიციელებს, დედას აგინებენ, სახეში აფურთხებენ, ქვებს და აგურებს ესვრიან თავში და ცალმხრივად აღარ ილაპარაკებ. ევროპას რაც შეეხება, მაგისთვის ყველაფერი კეთდება და თუკი რამე ნაბიჯი გადაიდგა ევროპისკენ, ჩვენმა გუნდმა გადადგა ყველა და არა ამ აქციების ორგანიზატორებმა, ოღონდ ისე კი არა, მონებად რომ შევიდეთ, წევრებად რომ მიგვიღონ, ამას ვცდილობთ და იქნებ გაარჩიო ეს ყველაფერი ერთმანეთისგან. არ მგონია, შენ გინდოდეს ლომჯარიას დეკლარაციისთვის ეროვნულ და ამავდროულად, ევროპულ არჩევანს საფრთხე დაემუქროს. ამიტომ, სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო-ბოლო და აგიხსნიან, სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა…", - წერს ხაბარელი.

alt"არა რუსეთს, და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს" - ბუდუ ზივზივაძე

მკითხველის კომენტარები / 255 /
სტატია აღარც წამიკითხავს მას მერე რაც წავიკითხე შვილოს მოწოდების შემდეგ კალაძეს მიღწევებზე. სამშობლოზე კალაძეს უნდა დაეკითხონ ყველა ფეხბურთელი ბატონო შოთა? ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ მომგები ფეხბურთელი მეტი არ გვყავს და ვინ იცის აღარც გვყავდეს. შვილო აღარაა ადამიანი როდესაც სამშობლოზეა ლაპარაკი. იუნკერებიც შვილოები იყვნენ მაგრამ იდეის გამო სამშობლოზე ღორევს თავი შეაკლეს. ბუდუს ნაირი “შვილოებისაა” საქართველო და ზღვა “შვილოები” გამოვიდნენ გარეთ. ქოცები ხართ მიჩვეული ბულიგს და ძალადობას. ზუსტად ამას ქვია ბულინგი რასაც თქვენ აკეთებთ და ძალადო გმირთა მოედანზე ქალების და ბავშვების ცემაში გამოხატეს თქვენმა “მილიციელნა” (ძაღლებმა) შემდეგ ზონდერებიც მიგზავნეთ და დაცალკევებულ ახალგაზდებს სცემეთ თქვე მოძალადეებო და ნაგვებო. ყველაფერს ვხედავთ ხალხი და ვინახსოვრებთ როგორც მაშინ ნაცებისა ახლა თქვენსას. გეტყვით რომ თქვენ ნაცებისგან განსხვავებით არსად მიგიღებენ იმდენად სძულხართ ყცელგან.
G.LA
03 მაისი 2024 15:58
9
კალაძე ყოველ კვირას მილანში დადის შოფინგზე და ჩემს საჯდომზე ზრუნავს, ნინმემ არ შემაცდინოს ... ისე, ჩელიაბინსკში რომ იშოფინგოს და ჩემს საჯდომზე ზრუნვას თავი გაანებოს, არ გამოვა ეგრე?
ეჰჰჰ
03 მაისი 2024 17:43
1
რუსეთუმე თავად ხართ,როგორ გეტყობათ?!!!
კოტე
03 მაისი 2024 16:08
21
რაც სპორტში გაგიკეთებიათ, გაზულუქებულებო, თქვენთვის გიკეთებიათ და რასაც ბუდუ ახლა თამამად აკეთებს თქვენთან დაპირისპირებით, საქართველოსთვის აკეთებს აბსოლუტურად უანგაროდ, კაცურად. ამაშია სხვაობა და არა იმაში, რომ კალაძეს უკეთესი კარიერა ჰქონდა, ეს აქ საერთოდ რა მოსატანი იყო?!
ქომაგი
03 მაისი 2024 13:11
9
ეს მაგარ მოაზროვნედ და კონსტიტუციონალისტად ჩამოყალიბდა:))) .სალაფავს და ბიზნესის საკრიშავ პარლამენტს კარგავ ჯიგარსონ?როგორ მინდა ესენი რამე არადადგმულ ინტელექტუალურ შოუში გაიჩითნონ. Მერე ერთად ვიცინოთ.
Silver xerxes
03 მაისი 2024 16:19
10
შოთა, მამი, მიაყე რა ტროიკა და ნუ კიტრობ. შენ ისე ხარ კანონშემოქმედებასთან, როგორც ვირი კლარნეტთან და სალამურთან! მიგეხედა რა ხალიჩისთვის, არ ჯობდა? თუ მანდ მეტი ფული იშოვება? კარგია ბიუჯეტის ხვრა? თითოეულ თეთრს შხამად ამოგადენენ ყველას ეს ახალგაზრდები, დაიმახსოვრე!!! გინდა ჩემი რჩევა? გაასწარი სანამ კიდევ დრო გაქვს!!!! სხვის ადგილას დევხარ, წლებია უკვე, აქამდეც უნდა მიმხვდარიყავი!
ბუდუ ზივზივაძე
03 მაისი 2024 12:10
8
ბატონო შოთა "რაღაცა" და უფრო მეტიც რომ გაგიკეთებიათ, ბევრი სიხარული რომ მოგინიჭებიათ და დღეს რომ ფულზე გაიყიდეთ სწორედ ეგაა გულდასაწყვეტი. კალაძემ და ყაველაშვილმა რომ იცის ევროპის ღირებულებები და ქართველი ხალხისთვის მარტო რუსეთი და მონოემეტებაა სწორედ ეგაა დასაძრახი. ჩვენზე პატარა ევროპულ ქვეყნებში ვყოფილვარ (ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ლუქსემბურგი, სლოვაკეთი), არავისთვის წაურთმევიათ იდენტობა, ყველა ამაყად ევროპელობს იქ. რაღა საქართველოს ართმევენ. 13 წელია გერმანიაში ვცხოვრობ, არავინ მოსულა ჩემთან და სქესის, მრწამსის, იდენტობის შეცვლა თუ ნარკოდამოკიდებულად გახდომა მოუთხოვია. თქვენისთანა ხალხს გაქვთ გეკისრებათ პასუხისმგებლობა, რომ ქვეუანას ვკარგავთ. თქვენისთანა კოსტუმებში გამოწყობილმა და სტტატეგიული პოლიტიკური ხედვის არ მქონე "ინწილიგენციამ" იზეიმა 21ში საქარყველოს გასაბჭოება! წინ ბუდი, ეა პოლიტიკური გვამები მოაშორეთ სპორტს და პოლიტიკასაც!
თორნიკე
03 მაისი 2024 10:42
19
გელა შუკვანი რომ გახსოვს ქოცო, 3 წლის წინანდელზე სკლეროზი დაგემართა? დათუნაშვილის წინააღმდეგ გაერთიანებული ქოც-სისტემა აღარ გახსოვს? მისი გასისხლიანებული სახე არ გტკივა?!
ციციკორე
03 მაისი 2024 12:48
1
შოთა ხაბარელი,ძიუდოში მსოფლიოში,წლის საუკეთესო მწვრთნელად გამოაცხადეს და ნაცებმა,იმ დღეებში გამოაგდეს ნაკრებიდან,დაბალი კომპეტენციის ბრალდებით.გიორგი ასანიძე,პარლამენტარიც იყო,ნაცების მხრიდან,მაგრამ დღემდე საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია.გელა შუკვანი,ოლიმპიადის მსვლელობისას,ფანჯრიდან გადახტომით გაექცა,მის დასასჯელად მისულ ნაცებს,განსხვავებული შეხედულებების გამო,ცემას რომ უპირებდნენგიორგი ქოჩორაშვილის მამა,ყველამ იცის,რომ მამალი ნაცია და ალბათ თვითონ გიორგიც არ იქნება მათგან შორს,მაგრამ ამის გამო,მისი ნაკრებში ყოფნა არ ყოფნის საკითხი,არავის დაუსვავს.ეს ნაცებს აქვთ გამოცხადებული,რომ ვინც მათთან არ არის,მათი მტერია,თორემ დღესაც უამრავი ნაცი მუშაობს თანამდებობებზე და მათ არავინ აგდებს,იმ დროს როცა,მათ დროს,განსხვავებული აზრის ადამიანს,დამლაგებლადაც არავინ იღებდა.სხვათა შორის,ლოზუნგი "ვინც ჩვენთან არ არის,ჩვენი მტერია",ამათ არ მოუფიქრებიათ,ის გერმანელი ფაშისტების ლოზუნგი იყო და უამრავი ადამიანიც გაუყენეს მოუსავლეთის გზას.ისინიც ნაცები იყვნენ და ესენიც ნაცებიარიან.ასე რომ,მისამართი შეგეშალა,სხვა მხარეს უნდა გაიხედო.არ იფიქრო,ოცნების მოთაყვანეაო,ეს.ესენიც ძალიან ბევრს აშავებენ,მაგრამ ყველაფერი შედარებითაა.ასის გამფუჭებელი,ერთის გამფუჭებელს ვერ უნდა არცხვენდეს.არ უნდა ჰქონდეს ამისი უფლება.როცა ვიღაცის მოშორება გინდა,იმაზეც უნდა იფიქრო,მის ადგილს ვინ დაიკავებს და ის რას იზავს.როცა იცი,ის რას აკეთებდა,რომ ახლანდელზე გაცილებით უარესი იყო,მაგრამ მათ უცხოეთი უჭერს მხარს,იმაზეც იფიქრე,რომ ის უცხოეთი,მაშინაც იქ იყო,მაგრამ საქართველოში საშინელებები ხდებოდა და ხმას არ იღებდნენ.შენ მოგიწევს,აქ ცხოვრება,ისინი კი,თავის ქვეყანაში დარჩებიან.შენ კისერზეც გადაივლის რეპრესიების ტალღა,აქ რომ დაიწყება და როცა იქნება,შენამდეც მოაღწევს,რადგან ასეთი რეჟიმები,მუდმივად მოითხოვენ საკვებს,ახალ ახალი მსხვერპლის სახით.მეტი არაა ჩვენი მტერი,ამაზეც დაფიქრდე,მაგრამ როცა წაკითხული გექნება და რასაც აქ ვამბობ,ამის განხორციელებასაც შეესწრები,ცოტათი მაინც ადრე მიხვდები,რომ ეს ის არის,რაზეც გაფრთხილებდნენ,თუმცა საშველი კიდევ იქნება რამე?ძალიან მეეჭვება.ნაცებმა პრემიერ მინისტრი ზურაბ ჟვანია მოკლეს,მანამდე მუდამ მათი დამხმარე,მაგრამ მერე იძულებით ოპოზიციაში გადასული და პრეზიდენტობის კანდიდატი,მილიარდერი ბადრი პატარკაციშვილიც გაანადგურეს,მისი ქონება კი,გაწეწეს,მერე კი,თითქმის ექვთიმე თაყაიშვილის მასშტაბის საქართველოში ეროვნული საგანძურის დამბრუნებელი,ბრწყინვალე მეცნიერი,გურამ შარაძეც თბილისის ცენტრში,საჯაროდ დახვრიტეს და ერთი საათი,ასე უპატრონოდ დააგდეს,მზეზე.ყოველი მათგანი დაუპირისპირდა,სააკაშვილის მმართველობას და დაუნდობლად იქნა,მოკლული.როცა ვიღაცის გვერდით დგები,უნდა იცოდე,ის ვინ არის და როცა უკვე იცი,თუ მაინც მის მხარეს რჩები,მაშინ ,მერე აღარავის დააბრალო,მომატყუესო.
სოსო
03 მაისი 2024 11:43
8
ყველა გამოხმაურება
ეს კაცი არის 65 წლის, ანუ პენსიონერია. რატომ უნდა ასწავლიდეს ახალგაზრდებს, 30 წლის შემდეგ როგორ ქვეყანაშ უნდათ ცხოვრება? ბებიაჩემი როგორც იტყოდა, "ცას უნდა გამოეკეროს?" ცოტა ამ ბებრებს მორიდება რომ ვინმემ ასწავლოს, არ შეიძლება?
სიმართლის მოყვარული
03 მაისი 2024 17:51
26
მაგ სიმართლით იარე შენ და შენმა მოდგმამ მთელი ცხოვრება! მაგიტომაც არიან ეგ შენი შერეკილი ახალგაზრდობა, შერეკილები, რო არ აფასებთ უმფროს თაობას. სახლში ბებია და ბაბუა მყავს ასაკოვანები და ხელის გულზე ვატარებთ შვილიშვილები! საქართველო ყველასია! დიახ, ქართულ კანონს! რომელსაც ეჭინააღმდეგებიან კოლექტიური გიგაურები და ლომჯარიები, რათა არ გავიგოთ მაგათი ბნელი საქმეები!
სიმართლის მოყვარული.
03 მაისი 2024 19:36
14
კალაძე ყველასათვის საყვარელი ფეხბურთელიდან გადაიქცა უტიფარ მატყუარად, განა უტიფრად არ მოიტყუა ჟურნალისტთან და შემდეგ იქეთ დაესხა თავს, ასე თვლის უმრავლესობა და კალაძეს რომ კითხო ასევე მოგვმართავს ყველავს, უყუროს ვიდეოს და მერე თუ მიხვდება ბოდიში მოუხადოს ჟურნალისტს მინიმუმ. სახეზე ეტყობა უკვე ნერვიულობა
თენგო
03 მაისი 2024 12:41
7
პირველ რიგში, ხელები შორს ბუდუსგან! ლოზუნგებით ზუსტადაც რომ თქვენ საუბრობთ, ბ-ნო შოთა, თან გაზეპირებული ლოზუნგებით, მაგალითად, ერთი-ერთში თიკა კანდელაკთან და მარგო სიმონიანთან!
აი, რასთან გვაქვს საქმე - აქეთ არის ბუდუ, ახალგაზრდა ადამიანი, თავისუფალ ქვეყანაში გაზრდილი, თავისუფლად მოაზროვნე, რომელმაც პატიოსანი შრომით მიაღწია წარმატებებს. ის არ არის დამოკიდებული ვინმეზე, იმიტომ, რომ უკვე ძალიან წარმატებული ადამიანია.
იქეთ არის ხაბარელი, რომელმაც ასევე მიაღწია წარსულში წარმატებებს. თუმცა სამწუხაროდ ეხლა ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული და როგორც ჩანს, მასზე ძალიან არის დამოკიდებული, ატარებს ანტი-სახელმწიფოებრივ პოლიტიკას (ისევე, როგორც კალაძე, და სხვა ვაი-პოლიტიკოსები).
დასკვნა ხალხმა გააკეთოს, ვინ არის უფრო მართალი.
ნიკა
03 მაისი 2024 12:27
13
მართალი არის ის ვინც ლაპარაკთან ერთად საქმეს აკეთებს და არა ის ვინც ყველა დაუვებელი და დაშვებული მეთოდებით იბრძვის ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. ძაან სამწუხაროა, რომ მოახერხა ზუსტად უცხო ძალებმაასმედიების საშუალებით თქვენი თქვენი აზროვნების დასტერეოტიპობა საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. ძველი იმპერიული მეთოდია "გათიშე და იბატონე".
გაიოზი
03 მაისი 2024 12:56
15
შენ ხო გადაბულბულებული გაქვს ეგ კანონი რაა.ცხოვრებაში ერთი წიგნი მაინც გაქვს წაკითხული?ან ვინც ჩამოთვალე,თუნდაც იმათ.და ვერცერთი მუხლობრივად წაკითხვით კანონის ვერანაირ აზრს ვერ გაიგებთ და რაზე ლაპარაკობ?პ.ს.ბუდუ დაიკიდე,კაცი ხარ კაცური
გულშემატკივარი
03 მაისი 2024 17:44
15
საოცრებაა რა. კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება ჭიდაობდა სსრკ-ს სახელით, მღეროდა საიუზის ჰიმნს, ალბათ ჰქონდა მილიციელის წოდებაც (ნამდვილად არ გამიკვირდება), დღეს ჭკუას არიგებს ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც თავისი სამშობლოს სახელით თამაშობს ევროპაში და თავს არ ზოგავს ნაკრებშიც. მასსავით არ არის გათქვეფილი კორუფციასა და ნეპოტიზმში. ნამდვილად ნონსენსია.
მასწავლებლებისთვის ვაგზალზე ერთი ვაგონია ჩამომდგარი
03 მაისი 2024 21:53
15
რატო ხმარობ ძვერ რუსულ გამოთქმას ნიკად შე ბო..ო ? შოთა ხაბარელი მღეროდა საბჭოეთის ჰიმნს ? ისე ვამღერე ჩემს ლოგინში ყველა კაბიანი შენი ოჯახიდან , ვინც ჩემს გემოვნებაში ჯდება !!! შოთა ქართველი ძიუდოისტია შე კვერცხად შობილო და აღმა-დაღმა აკოტრიალებდა რუსებსაც და შენს საფიცარ ევროპელებსაც საქართველოს სახელით შე დებილზე დამყნილო .
ჭიჭიკია
04 მაისი 2024 00:16
3
ეგ კაცი ოლიმპიური ჩემპინია შე ჩმორო და შენისთანა რეგვნებს ახლაც ბარე ორს გააგორებს! რა ვქნათ, მაშინ არ იყო საქართველო დამოუკიდებელი,
საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანი
03 მაისი 2024 22:22
4
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული