"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

AutoSharing Option
საქართველოს პარლამენტის წევრი და ყოფილი ძიუდოისტი შოთა ხაბარელი სოციალურ ქსელში ბუდუ ზივზივაძის განცხადებას გამოეხმაურა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გუშინ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

"ბუდუ, შვილო, როგორც ფეხბურთელს, მაგალითად, კახა კალაძეს ცოტა მეტი უთამაშია, შედეგებისთვის მიუღწევია, მერე ამ ქვეყნის გათავისუფლებისთვის უბრძოლია სისხლიანი ჯალათებისგან და სამწუხაროდ, ახლაც ამ ბრძოლის გაგრძელება უწევს. გაცილებით მეტი, მით უმეტეს, პოლიტიკაშიც უნახავს და ზუსტად ვიცით ყველამ, რომ საკუთარი ქვეყნის არც გარუსებას დაუჭერს როდესმე მხარს და არც რომელიმე ქვეყნის ვასალობას. მეც რაღაც
გამიკეთებია ქართული სპორტისთვის, საქმისთვის, პოლიტიკისთვის, მაგრამ ამაზე არ გავაგრძელებ, უხერხულია საკუთარ თავზე საუბარი…

ამიტომ, მოგმართავ, როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და მიმდინარე მოვლენებში. პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები. 

ან კანონი წაიკითხე და გვითხარი, რა არ მოგწონს იქ, ან ისეთ არხებს უყურე, სადაც ნახავ, როგორ ესხმიან თავს პოლიციელებს, დედას აგინებენ, სახეში აფურთხებენ, ქვებს და აგურებს ესვრიან თავში და ცალმხრივად აღარ ილაპარაკებ. ევროპას რაც შეეხება, მაგისთვის ყველაფერი კეთდება და თუკი რამე ნაბიჯი გადაიდგა ევროპისკენ, ჩვენმა გუნდმა გადადგა ყველა და არა ამ აქციების ორგანიზატორებმა, ოღონდ ისე კი არა, მონებად რომ შევიდეთ, წევრებად რომ მიგვიღონ, ამას ვცდილობთ და იქნებ გაარჩიო ეს ყველაფერი ერთმანეთისგან. არ მგონია, შენ გინდოდეს ლომჯარიას დეკლარაციისთვის ეროვნულ და ამავდროულად, ევროპულ არჩევანს საფრთხე დაემუქროს. ამიტომ, სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო-ბოლო და აგიხსნიან, სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა…", - წერს ხაბარელი.

alt"არა რუსეთს, და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს" - ბუდუ ზივზივაძე

მკითხველის კომენტარები / 255 /
ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო-სწორედ ქოცებზეა ნათქვამი.ანუ მათი ოჯახის წევრები თვითონაც საშოპინგოდ,დასასვენებლად, სტილისტანაც კი ევროპაში დადიან.აქ კიდევ 24 საათი ევროპელების ლანძღვაში არიან.თუ ესე არ მოგწონთ ეს ევროპა რაღას დადიხართ?რატო აძლევთ თქვენ შვილებს იქ განათლებას?რატო დადიხართ სამკურნალოდ იქ?იარეთ დედა რუსეთში,მაშინ დავიჯერებთ რო მართლები ხართ.თორემ ესე რა გამოდის თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრებისთვის საუკეთესო გინდათ(ევროპა)ჩვენ კიდევ ტაგანროკს და მაგადანს იმეტებთ,ეგრე არ გამოვა.
თემო
03 მაისი 2024 18:45
15
ეს ტიპიური ავროეიტეტით ბულინგია. "70 წლის ვარ და იმდენი მინახავს", და რაღაცა ასეთები. მთავარი ისაა, რომ საუმარია 30 წლს მერე რა იქნება ქვეყაბაში და ამ დროს 70+ პენსიონერები რომ გამოდიან, ცოტა უკამაზოა. რა უნდათ, რის მიღწევას ცდილობენ, რატომ უნდა განსაზღვრონ ახლა რომ 18 წლის არიან იმათი მომავალი, თვითონ 4 ომი გამოიარეს, რა პოზიტიური გამოცდილება აქვთ ამ დამშეულ ქვეყანაში ... მოკლედ მე მაგათ ადგილას ბევს არ ვილაპარაკებდი ...
ეჰჰჰ
03 მაისი 2024 15:25
12
ეს ძახილის ნიშნები ყანდიაშვილის ტრენინგია თუ შალვა რამიშვილის?
ეჰჰჰ
03 მაისი 2024 17:48
3
ხოდა რაღას ლაპარაკობ და იცავ ამ ტვინ გადაბრუნებულ თაობას?
ეეეეჰ-ს
03 მაისი 2024 15:32
12
ყველა გამოხმაურება
მონები რო არ ყოფილიყვნენ, ასეთ ბედნიერ და ერთიან ერს არ შემოუგდებდნენ წარმოუდგენელი ზეიმის დროს ასეთ შუაზე გასახლეჩ თემას... მაგრამ არჩევნების გაყალბება და თანამდებობები და კორუფსიული ბინძური ფული უფრო ძვირფასია ვიდრე ხალხის ბედნიერება და ევროპული ფასეულობები... ღირსებით შესვლა არა მთხლე... ჯობია თქვენ უყუროთ სხვა არხებს, თუნდაც არხებს არა და პირდაპირ ევროპარლამენტარებს, ვინც მოგვცა ეს კანდიდატის სტატუსი, რომლებმაც პირდაპირ თქვეს რომ ამ ხალხის დამსახურებაა ვინც აქციაზე დგას და იცავს საქართველოს ევროპულ მომავალს და არა ბინძური პოლიტიკოსების... მარტო გამყოდველ იმედს და პედოფილ შალვა რამიშვილს რო უყირებთ... გაახილეთ თვალები
რა მაფიაა?
03 მაისი 2024 10:40
14
ხალხო. ეს ყანდიაშვილ-ნაცვლიშვილ-რამიშვილის ბოტები სად გაქრნენ? ნუთუ მიხვდნენ რომ მაგატი დრო წასულია? ჯერ კიდევ 3 დღის წინ, რაიმეს დაწერდი და 15 წუთში 100 დისლაიქი გქონდა, სადაა ეხ ხალხი?
სასწაული თუ გინდათ ...
03 მაისი 2024 19:32
17
მეც ეგ მიკვირს! ალბათ სააღდგომოთ დაასვენეს!
კახა
03 მაისი 2024 20:16
7
ვინც დარჩა, აქ არის და მთელი ძალისხმევით შრომობს , ძალიან ბევრი საქმე აქვთ.
დანარჩენი, აშშ - მექსიკის საზღვარზე...
)))
მუშაობენ, მუშაობენ რაც შეუძლიათ
03 მაისი 2024 20:10
1
ყველა გამოხმაურება
შოთა, აბა გვითხარი, წიგნი მრგვალია, სამკუთხედი თუ ოთხკუთხედი? კაჭარავა, კარნახს არ ვართ.)))))))))
გენიოსი
03 მაისი 2024 17:36
15
)) DDDD

მაინც უკარნახებს რომ ვიცი..
ყაველაშვილიც დაეხმატება
03 მაისი 2024 17:48
11
კაჭარავა, სოზარ, ვიტია ჯაფარიძე, კარნახს არ ვართ!! :)
ეჰჰჰ
03 მაისი 2024 18:09
9
კონსტიტუაციაში წერია, რომ საქართველო მიისწრაფვის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში და ყველა ვალდებულია მაქსიმუმი გააკეთოს ამ მისიის შესასრულებლად.
ახლა,ის ორგანოები და სახელმწიფოები, რომლებმაც ამ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში უნდა მიგიღონ, გეუბნებიან რომ შენ მიერ ინიცირებული კანონი ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპეპს და არ მიგიღებენ ევრო-ატლანტიკურ სივრცეში, სანამ ამ კანონს არ გააუქმებ.

აი ამ პირობებში, ყველა პარლამენტარი ვინც დაუჭერს მხარს ამ კანონის მიღებას, თავს აყენებს კონსტიტუციის (რაც არის უზენაესი კანონი) და ქართველი ხალხზე მაღლა.

შესაბამისად ყველა ასეთი პარლამენტარი არის საქართველოს ეროვნული ინტერესების მოღალატე.

ეს კანონის დონეზე, ხოლო ხალხური სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაზე ამ კანონის მხარდამჭერი არის ქვეყნის გამყიდველი, რუსეთის ყურმოჭრილი მონა და თანამედროვე სერგო ორჯინიკიძე.
f
03 მაისი 2024 13:10
8
გასაგებია, კარგად ჩამოყალიბებული აზრია და მადლობა, პირადად ჩემგან.
ოღონდ ეგ ისინი გვეუბნებიან, რომლებიც ივნისში ან იქნებიან, ან აღარ ევროპარლამეტარები და არიან ისინი, რომლებიც, თავისივე პროკურატურასთან ააქვთ პრობლემები კორუფციასთან დაკავშირებით. ჩვენს მიმართ კი ბევრჯერ გაუჟღერებიათ, ტყუილი.
100%
03 მაისი 2024 13:31
18
ბატონო შოთა ერთი ლავროვს უნდა ევროკავშირში შესვლა და მეორე შენ და ყაველას.ოღინდ ხალხს ნუ გვაბოლებთ თუ ძმა ხარ,შუბლზე გახატიათ ოცნების ბობოლებს პუტინის პორტრეტი
კინგი
03 მაისი 2024 17:18
12
ოე, შოტაა, ზდაროვა ბრაწიშკა.)))
პუტინი
03 მაისი 2024 12:44
7
კალაძეს ნაღდად არ წერია არსად....თავი გაიბანძა რაც შეეძლო მარტო მაგის ფულის მეგობრები იტყვიან კარგს:)
კოკა
03 მაისი 2024 10:33
18
შენს ნაარმალ ფულს გადავაყოთოთ ქვეყანა, უწიგნურო?
ტაბუ
03 მაისი 2024 17:30
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული