"ერთ კაცს რომ ათი კაცი ურტყამს, ძალიან დამთრგუნველია, წაქცეულ ადამიანს კიდევ წიხლებით არ უნდა ურტყამდე, მით უმეტეს, ახალგაზრდები დგანან" - ბუდუ ზივზივაძე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "კარლსრუეს" ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე გადაცემა "ჯაფარას პოდკასტში" გასულ თვეებში ჩვენს ქვეყანაში მომხდარ პროცესებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

გამოვხატე აზრი იმიტომ, რომ ეგრე მიმაჩნდა სწორად. მით უმეტეს, როცა ხედავ, ხალხი ასე იჩაგრება. ერთ კაცს რომ ათი კაცი ურტყამს, ძალიან დამთრგუნველია, მით უმეტეს, როცა ტელევიზორში უყურებ და ერთადერთი, რაც შეგიძლია შორიდან გააკეთო, მით უმეტეს, ასეთი სტატუსი რომ გაქვს, სპორტსმენი ხარ, ამხელა შესაძლებლობა გაქვს... რაღაც გვერდში დგომა მაინც უნდა ანახო იმ ხალხს, რომელიც დაიჩაგრა. ვიღაცები ამბობდნენ, რომ პროვოკაციებს აწყობდნენო. რაც უნდა
პროვოკაცია მოაწყოს ვინმემ, ათი კაცი ერთ კაცს არ უნდა ურტყამდეს და წაქცეულ ადამიანს კიდევ წიხლებით არ უნდა ურტყამდე. ზუსტად ეგ იყო ჩემს სტატუსში, რაც დავწერე, მით უმეტეს, ახალგაზრდები დგანან", - განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ.

alt"არა რუსეთს, და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს" - ბუდუ ზივზივაძე

alt"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

მკითხველის კომენტარები / 175 /
რა გინდოდა, ბუდუ, ქუთაისელ კაცს ჯაფარა შარვალჩახდილის პოდკასტში?
ქუთაისელი
05 ივნისი 2024 23:43
28
სხვა ჯაფარაა შე იდიოტო
hm
06 ივნისი 2024 11:59
0
იიიი ჩაჰქრიი
ლექსო
06 ივნისი 2024 01:05
3
ყველა გამოხმაურება
თურქეთსაც ზუსტად იგივე კანონი აქვს,
რატო არ ამბობთ "არა თურქულ კანონს"?
Levani
05 ივნისი 2024 23:31
38
თურქებს ბევრი ისეთი აქვთ რაც დასავლეთისთვის მიოღებელია და ზუსტად მაგიტოა ევროკავშირში რომ არ იღებენ. თურქეთის მზგავსად ძლიერი არმია რომ გვყავდეს რაღა გვინდა.
Levanis
05 ივნისი 2024 23:44
14
ერთი ძალიან აზრიანი და კარგი ანეგდოტი გამახსენდა : გემს მიხედეთ გემს !!!!

ბუდუ ფეხბურთს მიხედე ფეხბურთს
Joko
05 ივნისი 2024 23:14
30
კობიაშვილი, კალაძე, სანიკიძე, კაჭარავა, ხაბარელი...
გიორგი
05 ივნისი 2024 23:56
8
კარგი ფეხბურთელი ხარ ბუდუ და ძალიან კარგი კაცი!
gionat
05 ივნისი 2024 22:59
24
ფეხბურთს მიხედე ბუდუ რაც შენი საქმე არაა და რაშიც ვერ ერკვევი დაანებე იმას თავი
ალიკა
05 ივნისი 2024 22:56
29
რაში უნდა ერკვეოდე ადამიანი რომ დაგმო ხალხის გადახდილი ფულით პრემიას რო იღებს "ბანდა" 1 წაქცეული კაცის სიკვდილამდე ჩაწიხვლაში? რამე კურსებია ეს რო ისწავლო ან არ ისწავლო? თვალებში ნაცარიც არ გაქვთ შეყრილი და თქვენ ბუდუს კარგი თამაში ამ ჯოჯოხეთში ნათელი წერტილის და ოდნავი იმედიანი ბედნიერების განცდისთვის გინდათ, სუფთა ეგოისტურად... იქნებ კარგი ცხოვრება მოვთხოვოთ ჩვენივე დაქირავებულებს და იქნებ ყოველდღე ბედნიერები ვიყოთ? ევროც გაგვუტრუხდეს და საერთოდ აქვე ჩავატაროთ და წასვლაც არ დაგვჭირდეს? აბა იფიქრეთ ამაზე...
რა მაფიაა?
06 ივნისი 2024 00:04
14
შალიკო რამიშვილმა განგაში გამოაცხადა და ტროლ-ქოც-ვაზელინების არმია გადმოსხა ამ სტატიის კომენტარებში )).
ხვიჩა
05 ივნისი 2024 22:37
19
აი ესაა წრფელი და ადამიანური პოზიციის გამოხატვა და არა ის, ერთმანეთისაგან კოპი-ფეისტით დაპოსტილი სტანდარტული გიფი "არა რუსულ კანონს" ანდა "არა ძალადობას"

თამაზი
05 ივნისი 2024 22:30
16
ბუდუ, ჯიგარი გაქვს და ჯიგარში გენაცვალე. არ პოლიტიკოსობ, ადამიანური გრძნობები გამოძრავებს. გაიხარე და ნაკრებს გამოადექი! ღმერთი შენსკენ !!!
გია_544
05 ივნისი 2024 22:30
21
დიტო სამხარაძის ტროლები აქტიურობენ... ადმინ მიხედე..
jorj
05 ივნისი 2024 22:11
23
ბუდუ ფეხბურთი ითამაშე შეეშვი ამ პოლიტიკურ განცხადებებს დაიწყო ევროპა
რაბუ
05 ივნისი 2024 22:10
41

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული