"ერთ კაცს რომ ათი კაცი ურტყამს, ძალიან დამთრგუნველია, წაქცეულ ადამიანს კიდევ წიხლებით არ უნდა ურტყამდე, მით უმეტეს, ახალგაზრდები დგანან" - ბუდუ ზივზივაძე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "კარლსრუეს" ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე გადაცემა "ჯაფარას პოდკასტში" გასულ თვეებში ჩვენს ქვეყანაში მომხდარ პროცესებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

გამოვხატე აზრი იმიტომ, რომ ეგრე მიმაჩნდა სწორად. მით უმეტეს, როცა ხედავ, ხალხი ასე იჩაგრება. ერთ კაცს რომ ათი კაცი ურტყამს, ძალიან დამთრგუნველია, მით უმეტეს, როცა ტელევიზორში უყურებ და ერთადერთი, რაც შეგიძლია შორიდან გააკეთო, მით უმეტეს, ასეთი სტატუსი რომ გაქვს, სპორტსმენი ხარ, ამხელა შესაძლებლობა გაქვს... რაღაც გვერდში დგომა მაინც უნდა ანახო იმ ხალხს, რომელიც დაიჩაგრა. ვიღაცები ამბობდნენ, რომ პროვოკაციებს აწყობდნენო. რაც უნდა
პროვოკაცია მოაწყოს ვინმემ, ათი კაცი ერთ კაცს არ უნდა ურტყამდეს და წაქცეულ ადამიანს კიდევ წიხლებით არ უნდა ურტყამდე. ზუსტად ეგ იყო ჩემს სტატუსში, რაც დავწერე, მით უმეტეს, ახალგაზრდები დგანან", - განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ.

alt"არა რუსეთს, და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს" - ბუდუ ზივზივაძე

alt"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

მკითხველის კომენტარები / 175 /
შენ ხარ კაცი!!!!!
ზაზა
05 ივნისი 2024 19:17
33
ერთ კაცს რომ ათი ურტყამდა და სიკვდილის პირას მიჰყავდა, ეგ ხდებოდა 7 ნოემბრის და 26 მაისის აქციებზე, კადრები ხელმისაწვდომია... და ვინც მაგას აკეთებდა, ვინც მაგ დროს სიხარულით ხელებს იფშვნეტდა და ვინც იმ ჯალათებს მსუყე პრემიებს უწერდა, ის ახლა შენ გაქეზებს - მიდი, ბუდუ, შენ თქვი, თორემ მე ვინ ოხერი დამიჯერებსო... ხვდები რამეს, შვილო?!...
ვოოტ
06 ივნისი 2024 01:47
22
ანუ 7 ოქტომბერს თუ ურტყამდნენ ეხლაც უნდა ურტყან? ანუ მიშა თუ გირტყამდა ეხლა ბორინკამაც გირტყას? საქონელი ხარ დარტყმის გარეშე ვერა?
მე
06 ივნისი 2024 09:49
7
ნაცების დროს რომ ურტამდნენ მიტინგებზე, იგივე ხალხი ურტყამს ახლაც. აბა დამისახელე მაგ კადრებიდან გამომდინარე რომელმა აგო პასუხი ჩადენილი დანაშაულისთვის.
და რომ არ მოგვწონდა ის დამპალი ხელისუფლება ამიტომ მოვათრიეთ ეს და რა, ძველი ხელისუფლება რა ავკაცობებსაც სჩადიოდა ეგ ამართლებს ამათ ჩადენილ დანაშაულს?
ანდა რით ვერ ამოვედით ამათი ვალიდან 12 წელი.
ვოოტ-s
06 ივნისი 2024 10:11
7
ყველა გამოხმაურება
ბაზარი არაა არ უნდა ურტყამდნენ ერთს სთი არამგონია ვინმემ მოიწონა, გადაცდომა ყველგან ხდება რაც ფეხბურთის ფანებს უბათქუნებენ ინგლისში და გერმანიაში კი იცი, უბედურება ისაა ბუდუ რომ შენ სხვა ვერაფერი დაინახე, შენს ქვეყანას კატასტროფა ემუქრება შენ კი მარტო მაგას ხედავ, გინდა ძია ევროპაში? არავინ გიშლის შეგიძლია დარჩე, მე კიდევ არ მინდა არავის თითის ქნევა და არც არავისთან შეძრომა გინდა რუსეთი იყოს გინდა ევროპა და გინდა ამერიკა ყველამ თავის ბოზ მამიდას მიხედოს. თავმოყვარე და განათლებული ადამიანი თავისუფლებისათვის იბრძვის და არა ვინმესთან შესატენად, მაგრამ მაგის გაგებას მარტო სირბილი არ შველის ცოტა სერი ნივთირებაც ჭირდება თავში
Guderian
06 ივნისი 2024 01:16
26
აუ ჩემიკაი... თავისუფლებაო, ქართველობაო, ადამიანობაო და ცენზურის, რეკეტის, რეპრესიების, რუსული საქმის კეთების, პოლიციის ძალადობის, ჩასაფრებების და დაშინების, "ყველას გიყურებთ და გიმახსოვრებთ" ების მხარეს იჭერს... ღადაობ ხო... მაგას ჯობია პირდაპირ ვიბაზროთ ყველამ რა გვინდა... იქნებ მართლა რა ქვეყანა დაგვინგრიეს და ვაცადოთ რუსეთს, თუ მოიგებს ომს, მერე მაინც შევეტენოთ ან რამე რავი... რა თავისუფლება, რა ქართველობა? გათიშეთ იმედი ხალხო, ნუ უყურებთ ნურაფერს საერთოდ ცოტა ხანი და თავისით დალაგდება ყველაფერი... 25 კადრი აქვს ჩართული იმედს უეჭველი
რა მაფიაა?
06 ივნისი 2024 01:29
37
რა გინდოდა, ბუდუ, ქუთაისელ კაცს ჯაფარა შარვალჩახდილის პოდკასტში?
ქუთაისელი
05 ივნისი 2024 23:43
28
იიიი ჩაჰქრიი
ლექსო
06 ივნისი 2024 01:05
3
სხვა ჯაფარას პოდკასტია, ჯერ გაარკვიო და მერე დაწერო სჯობია
.
06 ივნისი 2024 00:11
3
ყველა გამოხმაურება
რამდენადაც მახსოვს,ამ ბიჭმა დაწერა "არა ყველაფერს რაც რუსეთში მიგვაქანებსო",ხოდა რუსეთში ვინ მიგაქანებთ? ან ამან რა იცის რო უეჭველი ასეა და თუ იცის ფაქტები დადოს. ისე არ გამოვა,იმან ასე ან ისე თქვაო,ხო აირჩია მხარე და ისიც გვითხრას რაზე დაყრდნობით გააკეთა ეს. ის რო ათმა კაცმა ერთი არ უნდა ცემოს,ამას ვინმე ეჭვქვეშ აყენებს? დაეწერა "არაძალადობას" და ყველა გაუგებდა. ან პოლიციელის რო დაწვას უპირებდა,სად იყო მაშინ? მერედა,მიტინგების დაშლა და დარბევა მარტო რუსეთში ხდება? გაგახსენებთ,ამერიკაში კაპიტოლიმზე შტურმის დროს 4 ადამიანი პირდაპირი დამიზნებით მოკლეს. ამერიკაც რუსეთში მიდის? საქართველოში არ აშუქებენ,თორე ეხლაც მიტინგებია ევროპაშიც და ამერიკაში,რომელსაც არბევენ და უფრო მძიმე ფორმებით. რომელი ფეხბურთელი გამოვიდა და თქვა რამე? იცი რაშია საქმე,გგონიათ რო არავინ არაფერი იცის და სირაქლემას პოზა გიჭირავთ,საკუთარი სამყარო მოიწყვეთ და აპრიორი მართლები გგონიათ თავები. აშკარაა რო სხვა პლანეტაზე ცხოვრობთ,დროა ჩამოხვიდეთ დედამიწაზე.
ქოცებს რაც შეეხება,გასაშვებები არიან უკვე დიდი ხანია,მარა ამის საშუალებას არ იძლევა სიტუაცია. მიტინგზე რო გვარამიას ალაპარაკებ და მას მედიამაგნატს უწოდებ,ცოტა ხომ უნდა დაფიქრდე? მოაშორეთ ნჯეოები და ნაცები,პირველივე არჩევნებზე გადაირჩევენ ქოცებს. თან რო ხედავ,არავის მოსწონხარ და შენს დანახვაზე აქცია იშლება,რატომ გიჩნდება სურვილი რო ტრიბუნაზე ახვიდე ან ორგანიზატორმა ამის ნება მოგცეს? ხომ გინდათ საუბარი ქოცების გაშვებაზე,ხოდა მოდით ვისაუბროთ.თქვენ გინდათ ქოცების გაშვება და ნაცების მოყვანა,ეს არის ფაქტი,ხოდა ეგ არ გამოვა. არიქა შევცვალოთ და ვინც გინდა ის მოვიდესო,არ გამოვა ეგრე და ამას დიდი გენიოსობა არ უნდა. ვისით ანაცვლებთ თუ ამათ უშვებთ? ბუდუ მოდის თავისი პარტიით? არ გამოვა ეგრე,ნაცებს ვერავინ დააბრუნებს ამ ქვეყანაში,ეს იქნება ამ ქვეყნის დასასრული,თან ჩაგიყოლებთ ყველას. ერთი პოლიტიკური ჯგუფი მითხარით,ვინც არც ქოცებთან და არც ნაცებთან არ არიან ასოცირებულები,ავდგები და მეც გამოვალ აქციაზე. და კიდევ,გირჩა იაგომ რა დაგიშავათ,სცენაზე რატომ არ აუშვით? ოპოზიციონერი არ არის თუ ქოცების მაგინებელი? ეგ არის აქ მთავარი,თქვენ ქოცების ჩანაცვლება გინდათ "იმენნა" ნაცებით და არა უბრალოდ ჩანაცვლება. ამიტომაც დედა გეტირებათ ყველას,მათ შორის ბუდუსაც და მის მსგავს ხალხსაც. მკიდია მისი ფეხბურთელობა,სულ რო მარადონა იყო... ბოდიში დიეგო,იმის 10% ვაჟკაცობა რო ქონდეს ბუდუს,რაც იმ ცხონებულს რაღა გვიჭირს.
იასონას უდარი
05 ივნისი 2024 21:06
38
ბრავო მეგობარო . გეთანხმები აბსოლიტურად მართალი კომენტარია.
Რერო
05 ივნისი 2024 21:15
12
ჯიგარ!
aburjga
05 ივნისი 2024 21:17
11
ყველა გამოხმაურება
20 როცა ურტყამს და პახოდუ ძაღლებს რომ უქსევენ იქ სადაც შენ თამაშობ მაშინ როგორაა საქმე ვაჟკაც. . .რაც შენ თავით ქენი გაქცეულმა ერთი ხელის მოსმით გადაყარეს წყალში. . ამ ჯენზებს სულ კიდიათ შენი ფეხბურთი და საქართველო.შენ კი ერმა გაგაღმერთა და უცებ ერთი ხელის მოსმით ჩაგვაფურთხე სულში. . .არამარტო შენ. . .ბიჭო ევროპაში გაზრდილმა კაცმა ხმა არ ამოიღო და თქვენ რა მოგივიდათ ეგრე ვინ დაგაშინათ. . . ეს ახალგაზრდობა რომ გაბრიყვებულია განა ძნელი მისახვედრია. . თუმცა მათთანაც მალე შერცხვებით. . იმიტომ იყო რომ ვეტოს დაძლევის დროს 2000 კაციც ვერ შეკრიბეს. . .რა გგონია ნაცების დავალების შესრულებას ეს ბავშვები ვერ გრძნობენ. . . იმიტომაც გადააქციეს თავზე მიშას პლაკატები სექტანტ ქალებს. . . მაგრა იბანძებთვთავს ძმაო და შენი საქმისა შენ იცი. . მერედა ნაკრებში ყველა ერთ აზრზე ხართ. . ეხლა რომ აგიტყდათ პოლიტიკური ამბები ეს ნორმალურია?. . . ბაიდენმა პირდაპირ თქვა უკრაინას ნატო არაო. . .თქვენ სად მიდიხართ ნეტა
ნაპოლეონი
05 ივნისი 2024 20:22
48
ევროპაში დემონსტრანტებს რომ არბევს პოლიცია, ის დემონსტრანტები ასობით მანქანებს წვავენ, მაღაზიებს არბევენ და კიდევ უამრავ კრიმინალს სჩადიან. და რომ დაგიჩემებიათ ნაცები და ნაცები, დემონსტრანტებს შორის 5% თუ იქნებოდა ნაცი. მე მაგალითად უამრავი დემონსტრანტი ვიცი ჩემი ჩათვლით, ვისაც ნაცები ქოცებზე არანაკლებ ეზიზღება, მაგრამ 12 წლიანი მმართველობის მერე ქოცები უნდა წავიდნენ ხელისუფლებიდან. თუ არა და დავემსგავსებით რუსეთს, ტაჯიკეთს, ბელორუსს,თურქმენეთს, სადაც ქვეყნებს 20-30 წელი მართავენ ავტორიტარულ-დიქტატორული რეჟიმები
ხვიჩა
05 ივნისი 2024 20:45
23
რუსებმაც პირდაპირ გვითხრეს, აფხაზეთი არაო.
sonigi
05 ივნისი 2024 20:38
4
მართალს იძახი ერთ კაცს ათი არ უნდა ურტყავდეს, არანაირ კაცურში არ ჯდება რა პროფესიისაც გინდა იყო,მაგრამ არც ის არის სწორი რომ მშვიდობიან მიტინგზე მოლოტოვის კოქტეილს ესვრი ადამიანს და სასიკვდილოდ იმეტებ, მიუხედავად იმისა რა პროფესიის არის. ბუდუ სადაც ერთს იძახი იქ მეორეც უნდა თქვა, თორემ ეგრე აშკარად მხარე გამოდიხარ
მამუკა
05 ივნისი 2024 21:00
16
აეეეეე წალეკეს ტროლებმა აქაურობა. ამბები.ჯი ბანძები ხართ ამდენი ხანი რო ეს პრობლემა ვერ მოაგვარეთ, საერთოდ რატო ვხსნი თქვენ სტატიებს ნეტა. უნდა დავიკიდო.
------
05 ივნისი 2024 21:21
24
ყოჩაღ ბუდუ! ესაა ნამდვილად კაცურად და ქართულად ნათქვამი. ამის თქმას არც ვარჯიში უშლის ხელს და არც ფეხბურთელობა.
gogi
05 ივნისი 2024 19:48
29
ჯიგარი ხარ ბუდუ!!!
*
05 ივნისი 2024 19:50
32
ბუდუია ბიძიკო,გაანებე ამ თემას თავი.არ გესმის პოლიტიკის არაფერი,აზრზე არა ხარ რაზეა საუბარი და ისევ იმეორებ რაღაცეებს.შენ თუ გგონია,იმ დონის ავტორიტეტი ხარ,რომ რამეს ნიშნავს შენი ნათქვამი,ცდები.კვარა რომ იყო,სულ სხვა დონეა მისი ნათქვამი.უკვე კარგავ ხალხში ავტორიტეტს,გულშემატკივრებს.გიღირს ეს ამად???ერთი 20 დღის მერე,ევროპიდან რომ დაბრუნდებით,მორჩება შენი პოპულარობა და არავინ გაგიხსენებს.შენი სახელი უკვე გახადე გაპამპულების საგანი.ერთხელ გაგიტარა ხალხმა,შენ ჯიუტად მეორე ზახოდზე წახვედი.წაიტეხავ კისერს,დაკარგავ ავტორიტეტს ხალხში,უკვე კარგავ,კიდევ ერთხელ თუ გამოხვალ ამ თემებით,უკვე შეგაგინებენ,არ მოგერიდებიან.ეს გაითვალისწინე.
მირო
06 ივნისი 2024 01:03
14
აი ნამდვილი გულშემატკივრის დამოკიდებულება ამ თემაზე... ცოტა მეტი ემპათია მაინც ჩააქსოვე რო იფიქროს რო მართლა მასზე ფიქრობ და გინდა რო კარიერას მიხედოს ან რამე ეგეთი... შენ არავინ არ ხარ და საქმე ნახე - ახალი მესიჯბოქსი გაქვთ ბოტებს? მაგ ბოტობაში აღებული ფულით ნაყიდი ბოტასი გაგეხევა ხვალ თუ არა ზეგ, იმდენს მაინც არავინ მოგცემს კარგი იყიდო და გაანებე ბიძია თავი ბოტობას, ყველას შეუძლია რაღაც სასარგებლო აკეთოს და ბედნიერი იყოს... არ ღირს ბოტობით ფულის შოვნა არაფრად, დაბერდები და დაგახრვობს, მოგინდება ვინმეს უთხრა, ეტყვი და შეგრცხვება
რა მაფიაა?
06 ივნისი 2024 01:25
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული