"ერთ კაცს რომ ათი კაცი ურტყამს, ძალიან დამთრგუნველია, წაქცეულ ადამიანს კიდევ წიხლებით არ უნდა ურტყამდე, მით უმეტეს, ახალგაზრდები დგანან" - ბუდუ ზივზივაძე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "კარლსრუეს" ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე გადაცემა "ჯაფარას პოდკასტში" გასულ თვეებში ჩვენს ქვეყანაში მომხდარ პროცესებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

გამოვხატე აზრი იმიტომ, რომ ეგრე მიმაჩნდა სწორად. მით უმეტეს, როცა ხედავ, ხალხი ასე იჩაგრება. ერთ კაცს რომ ათი კაცი ურტყამს, ძალიან დამთრგუნველია, მით უმეტეს, როცა ტელევიზორში უყურებ და ერთადერთი, რაც შეგიძლია შორიდან გააკეთო, მით უმეტეს, ასეთი სტატუსი რომ გაქვს, სპორტსმენი ხარ, ამხელა შესაძლებლობა გაქვს... რაღაც გვერდში დგომა მაინც უნდა ანახო იმ ხალხს, რომელიც დაიჩაგრა. ვიღაცები ამბობდნენ, რომ პროვოკაციებს აწყობდნენო. რაც უნდა
პროვოკაცია მოაწყოს ვინმემ, ათი კაცი ერთ კაცს არ უნდა ურტყამდეს და წაქცეულ ადამიანს კიდევ წიხლებით არ უნდა ურტყამდე. ზუსტად ეგ იყო ჩემს სტატუსში, რაც დავწერე, მით უმეტეს, ახალგაზრდები დგანან", - განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ.

alt"არა რუსეთს, და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს" - ბუდუ ზივზივაძე

alt"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

მკითხველის კომენტარები / 175 /
პოლიტიზირებული ხალხი ახლავე სხვა საქმეზე გადაერთონ ჯობია. პოლიტიკოსობა თუ გინდა, წადი პოლიტიკაში, თუარადა ვარჯიშებზე იფიქრე, რა დროს პოლიტიკოსობაა, მოვიდა ევროპის ჩემპიონატი. ამოვიდა ყელში ამდენი პროფესორობა
25
05 ივნისი 2024 19:38
51
რა არის კაცობა, დედას რომ გაგინებენ, გაფურთხებენ, გირტყამენ და რეაქცია არ გაქვს? შენ ''' მაშინ და იყავი კაცი და არ ამოიღო ხმას
25-ს-ს
05 ივნისი 2024 20:55
7
პოლიტიკოსობა კი არა,ელემენტარული კაცობა,ჰუმანურობა და ქრისტიანობაა!!!მაგრამ თქვენ მაგდენი არ გესმით!!!
25-ს
05 ივნისი 2024 20:10
17
ყველა გამოხმაურება
აბა რა.
ელემენტალური კაცობაა..
მაგარი სამრცხვინო კაცები არიან ვინც ამას აკეთებენ....
lsd
05 ივნისი 2024 19:37
12
ყოჩაღ ბუდუ!
მირიანი
05 ივნისი 2024 19:33
19
ეს თუარ მოისვენებს ევროპის ჩემპიონატის მერე აღარ მიასუნინებენ ნაკრებში.
ბაჩო
05 ივნისი 2024 19:29
48
ამას მგონი ძალიან თავში აუაარდა რაღაცებიი.
შენი საქმე გააკეთე ბუდუ ბიძიკო. მითუმეტეს არასწორად ხედავ რაღააცებს ზუსტად
მანდ მდგომი ბევრი ახალგაზდა არის საქართველოს მტერი ყველაზე არვამბობ და თუ გაუათ და გავუტარებთ ცოცხლად დაგვწვავენ ქვეყნის მოყვარულებს და ქრისტიანებს. მათ არც ქვეყანა უყვართ არც ოჯახები უყვართ არც ჩვენ ისტორიას ცემენ პატივს და არც ქრისტიანობას. ოჯახში გაზრდილი ნამდვილი ახალგაზდა ვაშკაცები და ნამდვილი გოგოები ზდილობიანები ძალიან ბევრია საქართველოში მაგათ რომ გონიათ მარტო ეგენი არიან მასე არარის ეგენი უმცირესობაში არიან
საქართველო
05 ივნისი 2024 19:18
46
ქრისტიანები კი არა ფარისევლები ხართ!
საქართველო-ს
05 ივნისი 2024 20:25
20
რისი ქვეყნის მოყვარული ხარ და მითუმეტეს ქრისტიანი ხარ შენ
კაცი ამბობს 10 კაცი ერთს არ უნდა ურტყამდესო და შენ ლანძღავ
d
05 ივნისი 2024 19:44
15
შენ ხარ კაცი!!!!!
ზაზა
05 ივნისი 2024 19:17
33
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული