გენო პეტრიაშვილი „ბიბლუსისა“ და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების ელჩი გახდა

AutoSharing Option
ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი „ბიბლუსის“ და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების ელჩი გახდა. ელჩობის ფარგლებში მისი საქმიანობა მოიცავს განათლების და წიგნის კითხვის პოპულარიზაციის აქტივობებში ჩართვას გორის მუნიციპალიტეტსა და საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში.
ეს ყველაფერი ძალიან სიმბოლურია, რადგან გენო წარმოშობით სოფელ ავნევიდანაა. 2005 წლის 19 აგვისტოს ცხინვალის რეგიონის სოფელ ნულის სიახლოვეს, 11 წლის პეტრიაშვილი მდინარეზე ბანაობის დროს გაიტაცა ე.წ. სამხრეთ ოსეთში ედუარდ კოკოითის მფარველობის ქვეშ მოქმედმა კრიმინალურმა ჯგუფმა. გენო პეტრიაშვილი 3-თვიანი ტყვეობის შემდეგ, 2005 წლის ნოემბერში გაათავისუფლეს.

ეს ყველაფერი ძალიან სიმბოლურია, რადგან გენო
წარმოშობით სოფელ ავნევიდანაა. 2005 წლის 19 აგვისტოს ცხინვალის რეგიონის სოფელ ნულის სიახლოვეს, 11 წლის პეტრიაშვილი მდინარეზე ბანაობის დროს გაიტაცა ე.წ. სამხრეთ ოსეთში ედუარდ კოკოითის მფარველობის ქვეშ მოქმედმა კრიმინალურმა ჯგუფმა. გენო პეტრიაშვილი 3-თვიანი ტყვეობის შემდეგ, 2005 წლის ნოემბერში გაათავისუფლეს.

სწორედ ამ რეგიონსა და სოფლებში ამიერიდან გენო მნიშვნელოვან საქმეებში ჩაერთვება და წიგნის კითხვის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

“ბიბლუსის“ და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების დიდი გულშემატკივარი ვიყავი ყოველთვის. ამიერიდან კი მათ საქმიანობაში უშუალოდ ჩავერთვები. გამიხარდება, თუ მცირედით მაინც შევძლებ წიგნის კითხვისა და ზოგადად, წიგნიერების პოპულარიზაციაში მონაწილეობას, განსაკუთრებით, ჩემს მშობლიურ რეგიონში,“ - განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი დიდი ადამიანი, როგორიც გენო პეტრიაშვილია, ჩვენი საქმის გულშემატკივარი და ახალა უკვე მონაწილეა. ერთად ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ,“ - აცხადებენ „ბიბლუსში“

გენო პეტრიაშვილი უკვე შეხვდა „ბიბლუსის“ შემოქმედებით დირექტორსა და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების ხელმძღვანელ გიორგი კეკელიძეს და „ბიბლუსი ჯგუფის“ დირექტორ ირაკლი გაგნიძეს. შეხვედრაზე მას გადაეცა ელჩის სერტიფიკატი და ამიერიდან აქტიურად ჩაერთვება სხვადასხვა აქტივობაში. წიგნიერების გამავრცელებელ აქტივობებში გენო პეტრიაშვილის მსგავსი ადამიანების ჩართვა უდიდესი მნიშვნელობისაა, რადგან ის ახალგაზრდა თაობის ავტორიტეტია, რომელიც ყველასგან დიდ პატივისცემას იმსახურებს.

(R)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული