"ის დღეს ჭირისუფალია" - კალაძემ შევჩენკოს უპასუხა

AutoSharing Option
უკრაინა სისხლისგან იცლება. რაც შეეხება შევჩენკოს, ის დღეს არის ჭირისუფალი, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ანდრეი შევჩენკოს განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ „არ ურთიერთობს კალაძესთან და ის მისთვის არ არსებობს“.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ის არ აპირებს ჭირისუფლად მყოფთან პოლემიკაში შესვლას და განცხადებების კეთებას.

„მტერს არ ვუსურვებ ისეთ მდგომარეობაში ყოფნას, როგორშიც დღეს უკრაინაა. უკრაინა განსაცდელშია, სისხლისგან იცლება. რაც შეეხება შევჩენკოს, ის დღეს არის ჭირისუფალი. როგორც ქართველი კაცი, ქართველი ადამიანი, კატეგორიულად მიუღებელია
პოლემიკაში შევიდე ჭირისუფალთან ან რაიმე განმარტებები ვაკეთო. დიდი იმედი მაქვს მალე დასრულდება ის საშინელება უკრაინაში. ხალხი შეძლებს გაანალიზებას თუ რა მოხდა“, - აღნიშნა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, უკრაინულმა მედიამ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ანდრეი შევჩენკოს ციტატა გაავრცელა იმის შესახებ, რომ მას ყოფილ თანაგუნდელთან, კახა კალაძესთან, არავითარი კონტაქტი არ აქვს.Tribuna.com-ის ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც კიევის “დინამოს“ ყოფილი მცველის და თბილისის მერის კახა კალაძის პოლიტიკურ საქმიანობას შეეხებოდა, შევჩენკომ უპასუხა: "მე არ ვურთიერთობ კალაძესთან. მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს, კალაძე ჩემთვის აღარ არსებობს".

წყარო: ინტერპრესნიუსი

altანდრეი შევჩენკო: მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს, კალაძე ჩემთვის არ არსებობს

მკითხველის კომენტარები / 69 /
საქართველოზე არაა ლაპარაკი, საქართველოზე არაფერი არ უთქვამს შევჩენკოს )
ტყუილად გადაგაქვთ კალაძესგან ქართველებზე ყურადღება უნიჭო ბოტებს ))
როცა ქართველებს გრუზინების პოლიცია და ძალოვნები სახის ძვლებს უმტვრევდნენ, კალაძე მიესალმებოდა და ტაშს უკრავდა!
ეს დაუფასდება ბუცებიანს. ქართველებიც დაუფასებენ და ევროპელებიც!
კალაძეს გრუზინო ბოტებო, ამაზე არ იდარდოთ )))
გია_544
10:59 13-02-2025
1
გუშინ, ი’ ჭრელი რა ეცვა ფულარას, რუსტავი დვაზე მოგულავე გულიაშვილის მევენახეებში ჩაეწერა?!?!?!?!
კახეთიდან
10:37 13-02-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული