"ის დღეს ჭირისუფალია" - კალაძემ შევჩენკოს უპასუხა

AutoSharing Option
უკრაინა სისხლისგან იცლება. რაც შეეხება შევჩენკოს, ის დღეს არის ჭირისუფალი, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ანდრეი შევჩენკოს განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ „არ ურთიერთობს კალაძესთან და ის მისთვის არ არსებობს“.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ის არ აპირებს ჭირისუფლად მყოფთან პოლემიკაში შესვლას და განცხადებების კეთებას.

„მტერს არ ვუსურვებ ისეთ მდგომარეობაში ყოფნას, როგორშიც დღეს უკრაინაა. უკრაინა განსაცდელშია, სისხლისგან იცლება. რაც შეეხება შევჩენკოს, ის დღეს არის ჭირისუფალი. როგორც ქართველი კაცი, ქართველი ადამიანი, კატეგორიულად მიუღებელია
პოლემიკაში შევიდე ჭირისუფალთან ან რაიმე განმარტებები ვაკეთო. დიდი იმედი მაქვს მალე დასრულდება ის საშინელება უკრაინაში. ხალხი შეძლებს გაანალიზებას თუ რა მოხდა“, - აღნიშნა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, უკრაინულმა მედიამ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ანდრეი შევჩენკოს ციტატა გაავრცელა იმის შესახებ, რომ მას ყოფილ თანაგუნდელთან, კახა კალაძესთან, არავითარი კონტაქტი არ აქვს.Tribuna.com-ის ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც კიევის “დინამოს“ ყოფილი მცველის და თბილისის მერის კახა კალაძის პოლიტიკურ საქმიანობას შეეხებოდა, შევჩენკომ უპასუხა: "მე არ ვურთიერთობ კალაძესთან. მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს, კალაძე ჩემთვის აღარ არსებობს".

წყარო: ინტერპრესნიუსი

altანდრეი შევჩენკო: მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს, კალაძე ჩემთვის არ არსებობს

მკითხველის კომენტარები / 76 /

"გამოაქვეყნეთ სად და როდის დაგვეხმარა უკრაინა ნებისმიერ დროს, 9 აპრილიდან მოყოლებული აფხაზეთში და სამაჩაბლოში, 9 აპრილს მათ შორის უკრაინელმა ჯარისკაცებმა გადაგვიარა რუსთაველზე, ეს მე რაც დანამდვილებით ვიცი და მისაუბრია მათთან იმას ვამბობ, დაასაბუთეთ თქვენი სიტყვები, რა ფახაზეთი რამდენიმე ბოევიკი იყო ჩამოსული? სამაჩაბლოში ხო საერთოდ არც კი გაუგყევიათ ერთი ადგილი! როდის თქვა ვინმემ, ნებისმიერმა უკრაინელმა პოლიტიკოსმა რომ სამაჩაბლო საქართველოა. დაადასტურეთ თუ არა ლაყბობით არამედ ფაქტებით!"

არ გინდათ საქართველო გიყვარდეთ? - აი ამ ადამიანის დაწერილია.
სრული, 100% სოლიდარობა ჩემგან! ყოველი სიტყვა მართალია! შენით დაწერე რამეო, მეტყვის მავანი. ჩემი არაერთი დამიწერია. სხვა რამეზე მისკდება გული, იმ კაცს 20-მდე დისლაიკი აქვს. ამიხსენით!!!!!! ამდენი საქართველოს მტერი საიდან??? ამდენი სხვა ქვეყნის პირველ ადგიზე დამყენებელი საიდან??? ამდენი მოღალატე საიდან???
ამაზეც მაქვს პასუხი!!! აი 1989-92 წლების სრული გამოძიება რომ არ შედგა, დამნაშავეების არ გამოვლინდა, ლუსტრაციის კანონი რომ არ მიიღეს (სრული სიით სსრკ სუკის - КГБ-ს აგენტების)!!! ამიტომაც!!!
არც არავის და არაფრის მეშინია და ამიტომაც სრულ სახელს და გვერს ვწერ. იგივეს ვურჩევ "არ გინდათ საქართველო გიყვარდეთ?"-საც
alexandre (alexandre fachuashvili)alexandre
13:50 13-02-2025
1
სახელოვან ედგარ ალან პოს აქვს კაი ნოველა - არასოდეს დაენიძლავო ეშმაკს საკუთარ თავზე.

თორე თავს დაკარგავ.
jorj
12:58 13-02-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული