ფედერაციის მიზანი რუსეთში ისეთი სპორტული კლუბების გახსნის ხელშეწყობაა, სადაც სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები მათთვის კომფორტულ ატმოსფეროში სპორტით დაკავდებიან.
"ქვეყანაში ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლების ბევრს ეშინია, ზოგიერთს კი ღიად ვძულვართ. ხშირად ეს სიძულვილი შტამპესა და სტერეოტიპებზეა დაფუძნებული. გვსურს ვაჩვენოთ, რომ გეი-აღლუმების და ღამის კლუბების გარდა ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში სხვა რამეც არსებობს, მაგალითად, სპორტი", - განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთში სექსუალური უმცირესობისთვის 10-ზე მეტი ფეხბურთის, ფრენბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის, ბადმინტონისა და