ესტონეთში შავკანიან მორბენალებს მარათონში მონაწილეობა აუკრძალეს

AutoSharing Option
ესტონეთში ადამიანის უფლებების დამცველმა მარი-ლიიზ სეპერმა კუნძულ საარემა ტინუზე გასამართი სამდღიანი გარბენის ორგანიზატორების წინააღმდეგ საქმე აღძრა.

სეპერმა ტინუ ვახერი და ჰელენ იურიო რასიზმსა და დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.

მან ორგანიზატორებისგან იმის ახსნა მოითხოვა, თუ რატომ ეკრძალებათ აფრიკელ მორბენალებს მარათონში მონაწილეობა და რატომ მიიჩნევენ, რომ ამ უკანასკნელთა ერთადერთი მიზანი ევროკავშირში შესვლის უფლების მოპოვებაა.

მორბენალების თქმით, მათი გარბენში მონაწილეობის აკრძალვა ეთნიკურმა წარმომავლობამ გამოიწვია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული