შვეიცარიაში შიშველ ალპინისტებს სჯიან

AutoSharing Option
შვეიცარიის უმაღლესმა სასამართლომ სამართლიანად მიიჩნია იმ მამაკაცის დასჯა, რომელსაც 100-დოლარიანი ჯარიმა იმის გამო დააკისრეს, რომ ალპებში შიშველი სეირნობდა.

ამასთან მოსამართლეთა გადაწყვეტილება ერთსულოვანი არ იყო: სამი ხმა ორის წინააღმდეგ.

ხმების უმრავლესობით მსაჯულებმა დაასკვნეს, რომ მთებში შიშველი "ტანტალი"  სხვა ადამიანების პირადი თავისუფლების უხეში დარღვევაა.

ეს საქმე ჯერ კიდევ 2009 წლიდან განიხილება. მაშინ ქალმა პოლიციას შეატყობინა, რომ როცა მთაში პიკნიკზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, გვერდით ზურგჩანთამოკიდებულმა შიშველმა მამაკაცმა ჩაუარა. შიშველი ალპინისტი მაშინ 100 დოლარით  დააჯარიმეს, მაგრამ ჯარიმის გადახდაზე უარი განაცხადა და გაასაჩივრა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული