სამი მედლითა და ორი რეკორდით

AutoSharing Option
ორმოცი ქვეყნის 600-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა ძალისმიერ სამჭიდელთა მსოფლიოს ჩემპიონატში, რომელსაც ლატვიის დედაქალაქმა უმასპინძლა.

მედლებისთვის 5 ქართველი ათლეტიც იბრძოდა. განსაკუთრებით გიორგი მიქელაშვილმა იყოჩაღა - 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს და ევროპის რეკორდები მან 7,5 კილოგრამით გააუმჯობესა, რითაც ოქროს მედალიც დაიმსახურა.

110 კილოგრამ წონით კატეგორიაში 251 კილოგრამით მსოფლიოს რეკორდი დაამყარა გია ბეროშვილმა, მაგრამ ეს შედეგი მას მხოლოდ მეორე ადგილისთვის ეყო. 75 კილოში გიორგი ბეჟაშვილმა 185-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა და მასაც ვერცხლის მედალი ხვდა. 110 კილოში მეოთხე იყო ივანე კობიაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული