15 წლის მოზარდმა მსოფლიოში ყველა მწვერვალი დაიპყრო

AutoSharing Option
15 წლის ამერიკელმა მოზარდმა, ჯორდან რომერომ, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა მთამსვლელია, ექვსივე კონტინენტის უმაღლესი მწვერვალები დაიპყრო.

24 დეკემბერს რომერომ ანტარქტიდის ვინსონის მწვერვალამდე (4892მ) წარმატებით მიაღწია. ამის შესახებ მოზარდმა პირველად დედას შეატყობინა, შემდეგ კი Facebook-ში საკუთარ გვერდზე დაწერა.

ჯორდანი უმაღლეს მწვერვალებს მამასთან და დედინაცვალთან ერთად იპყრობს, რომლებიც გამოცდილი ალპინისტები არიან.

ამჟამად მოზარდის ანგარიშზე შვიდი მწვერვალია, მათ შორის აფრიკის ყველაზე მაღალი მწვერვალი კილიმანჯარო (5895 მ) და მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი ევერესტი (8850მ). ისინი მან 10-სა და 13 წლის ასაკში დაიპყრო.

ჯორდანმა დიდი ხნის ბავშვობის
ოცნება აიხდინა. ეს იდეა ბიჭუნას მაშინ გაუჩნდა, როდესაც სკოლაში ექვსი კონტინენტის უმაღლესი მწვარვალების შესახებ შეიტყო.

"მამას ჩემს ოცნებაზე ვუამბე, მან კი უარი მითხრა. მამამ ამიხსნა, რა სირთულეების გადალახვა მომიხდებოდა და რა უნდა გამეკეთებინა. ჩვენ მაშინვე ვარჯიში დავიწყეთ", - იხსენებს ჯორდანი.

2007 წლის აპრილში რომერომ ავსტრალიის უმაღლესი მწვერვალი - კოსტიუშკო დაიპყრო, 2007 წლის ივლისში - კავკასიონის იალბუზი, 2007 წლის დეკემბერში - აკონკაგუა სამხრეთ ამერიკაში, 2008 წლის ივლისში - მაკინლი ჩრდილოეთ ამერიკაში, 2009 წლის სექტმბერში კი პუნჩაკ ჯაია ინდონეზიაში.

ambebi.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული