ყველაზე სასურველი სპორტსმენი ქალები Google-ს ვერსიით

AutoSharing Option
საიტმა totalprosports.com-მა საძიებო სისტემა Google-ის სტატისტიკის მიხედვით ყველაზე სასურველი სპორტსმენების ათეული გამოაქვეყნა. ინტერნეტში ათი ყველაზე მოთხოვნადი ქალი სპორტსმენიდან შვიდი ჩოგბურთელია.

პირველი ადგილი ამერიკელმა სერენა უილიამსმა დაიკავა - ის ერთადერთი მოქმედი ჩოგბურთელია, რომელსაც ერთეულთა და წყვილთა თანრიგში დიდი მუზარადის ყველა ტურნირი აქვს მოგებული. წლის განმავლობაში მისით 125 მილიონი ადამიანი დაინტერესდა.

მეორე ადგილზე რუსი მარია შარაპოვა გავიდა, რომელმაც 2011 წელს WTA-ტურის ორი ტიტული მოიგო (54.7 მილიონი), სამეულს კი მსოფლიოს პირველი ჩოგანი კაროლინ ვოზნიაცკი ასრულებს (37.2 მილიონი მოთხოვნა).

მეოთხე რუსი ანა კურნიკოვაა, მეხუთე
სერენას და - ქალთა შორის ერთადერთი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჩოგბურთში ვენუს უილიამსი.

სიას აგრძელებენ სწრაფ დაშვებაში ოლიმპიური ჩემპიონი ლინდსეი ვონი, ავტომრბოლელი დანიკ პატრიკი და აშშ-ს საფეხბურთო ნაკრების მეკარე ჰოულ სოლო.

ათეულში მოხვდნენ სერბი ლამაზმანი ანა ივანოვიჩი და მისი მომხიბლავი კოლეგა მარია კირილენკო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული