ფოთში ქალაქის 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოვეს

AutoSharing Option
29 დეკემბერს ქალაქ ფოთში ქალაქის საუკეთესო სპორტსმენთა დაჯილდოების ტრადიციული საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. საზეიმო საღამოს პროგრამა უხვად იყო გაჯერებული საკონცერტო ნომრებით, რამაც განსაკუთრებული ელფერი შესძინა ცერემონიალის მსვლელობას.

დაჯილდოებულთა შორის იყვნენ ვეტერანი სპორტსმენები და სპორტის მესვეურები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქალაქში სპორტის განვითარებაში. 

საუკეთესო სპორტსმენთა ნომინაციაში ცხრა კანდიდატი იყო დასახელებული: გურამ ჯიჯელავა (შოტოკან კარატე-დო), საბა ცაავა (შოტოკან კარატე-დო), გივი ნადარეიშვილი (ჭიდაობა-სამბო), ბექა ტუღუში (ჭიდაობა-სამბო), ნიკო კუცია (სამბო) ვასილ წიწილაშვილი (კრივი), ნიკა ღვამბერია (ჭადრაკი), ზაზა ხარებავა (რაგბი), გიორგი ჯღამაია (რაგბი).

2011 წლის ქალაქ
ფოთის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა ნიკო კუცია (სამბო), საუკეთესო მწვრთნელად - ზურაბ ტუღუში (სამბო).

ღონისძიების ორგანიზატორი იყო თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერია და სპორტის სამსახური. საუკეთესო სპორტსმენი და მწვრთნელი დააჯილდოვა ქალაქ ფოთის მერმა ვახტანგ ლემონჯავამ.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული