13 წლის რუსი კარატისტი გოგონა მსაჯმა მოსაკლავად გაიმეტა

AutoSharing Option
რუსეთში, სპორტულ კარატეში გოგონებს შორის გამართულ პაექრობაში მსაჯმა ბრძოლა იქამდე არ შეწყვიტა, სანამ ერთ-ერთმა - 13 წლის გოგონამ გონება არ დაკარგა.

ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია და პეტერბურგის პოლიცია ინციდენტს იძიებს.

წინასწარი ინფორმაციით, გოგონასთვის მიყენებული მძიმე ტრავმებისთვის მთელი პასუხისმგებლობა მსაჯ პაველ სავლოვსის უნდა დაეკისროს. თურმე მსაჯმა ბრძოლა მაშინაც არ გააჩერა, როდესაც გოგონა იატაკზე უგონოდ იწვა და წინააღმდეგობას აღარ წევდა.

ბოლოს, დაშა ლ.-ს უმოწყალოდ ცემის შეწყვეტა მაყურებლებსა და გოგონას მწვრთნელსღა მოუთხოვიათ. სპორტსმენი უმალ საავადმყოფოში გააქანეს, რომელსაც ექიმებმა მუცლის არეში მიყენებული მძიმე ტრავმები
დაუდგინეს.

გოგონას მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციაში იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული