ასი საუკეთესო ათლეტი

AutoSharing Option
ცნობილმა პორტალმა Bloomberg Businessweek-მა, რომელიც ტრადიციულად ადგენს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტსმენების რეიტინგს, ასი ყველაზე წარმატებული ათლეტის მორიგი სია გამოაქვეყნა.

საუკეთესოს გამოსავლენად ითვალისწინებენ რამდენიმე მაჩვენებელს: სეზონის განმავლობაში გამომუშავებული ჰონორარების რაოდენობას, გულშემატკივრებს შორის პოპულარობის დონეს და უშუალოდ სპორტულ მიღწევებს.

ახალი რეიტინგის პირველ სამეულში მხოლოდ ამერიკული ფეხბურთის წარმომადგენლები მოხვდნენ – დრიუ ბრისი, აარონ როჯერსი და ტომ ბრედლი. მეოთხე ადგილზე ვხედავთ თანამედროვეობის ერთ-ერთ უმდიდრეს სპორტსმენს, “მაიამი ჰიტის” კალათბურთელს ლებრონ ჯეიმსს, რომელმაც გასულ სეზონში 61 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ათეულში შევიდა ჩოგბურთის სამი წარმომადგენელი: რაფაელ ნადალი
(მეხუთე ადგილი), როჯერ ფედერერი (მეექვსე) და მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი (მეცხრე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული