ნოვაკ ჯოკოვიჩმა "სპორტული ოსკარი" მიიღო

AutoSharing Option
მსოფლიოს პირველი ჩოგანი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი პრემია Laureus World Sports Awards-ის ლაურეატი გახდა, რომელსაც ხშირად "სპორტულ ოსკარსაც" უწოდებენ.

ჯოკოვიჩმა 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო მიიღო. წლის სპორტსმენ ქალად კენიელი გრძელ დისტანციაზე მორბენალი ვივიან ჩერუიოტი დაასახელეს. დაჯილდოების ცერემონია ლონდონში გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩმა 2011 წელს "დიდი მუზარადის" სამი ტურნირი მოიგო, 2012 წლის დასაწყისში კი ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე გაიმარჯვა. ჩერუიოტმა მსუბუქი ათლეტიზმის მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატზე 5000 და 10000 მეტრ დისტანციაზე გარბენში ოქროს მედალი მოიპოვა.

წლის საუკეთესო გუნდის პრიზი "ბარსელონამ" მიიღო, რომელმაც
ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ჩემპიონატი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

"წლის დაბრუნების" ჯილდო ჩრდილოეთირლანდიელ მეგოლფეს დარენ კლარკს ერგო, "წლის ჩავარდნის" ჯილდოს მფლობელი კი მეორე ჩრდილოეთირლანდიელი მეგოლფე რორი მაკილროი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული